სამშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 9:35-ზე, მთვარე თევზებშია
კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი. ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, ამ დღეს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
ვერძი
დღეს პირდაპირობა და გახსნილობა გახასიათებთ. არ მალავთ აზრებს და დამოკიდებულებას იმის მიმართ, რაც ხდება თქვენ გარშემო, თამამად აფასებებთ მოვლენებს. თუმცა, ამან შეიძლება გარშემო მყოფები გაანაწყენოს და კონფლიქტიც გამოიწვიოს. დღეს მოგიწევთ რთული და მოსაწყენი სამუშაოს შესრულება.
კურო
დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა რთული იქნება. თქვენ ყოველთვის ვერ პოულობთ სწორ სიტყვებს. განსაკუთრებით რთული იქნება უცნობ ადამიანებთან კონტაქტი, ამიტომ, თუ შესაძლებელია, უმჯობესია გადადოთ მოლაპარაკებები და შეხვედრები. შეიძლება გაგიჩნდეთ ინტერესი იმ საგნების მიმართ, რომლებიც ადრე არ მოგწონდათ.
ტყუპი
დღის პირველი ნახევარში კარგი დროა მომავალი საქმეების დასაგეგმად ან მცირე სასიამოვნო აქტივობებისთვის. შუადღის შემდეგ იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და იპოვის მნიშვნელოვან და საინტერესო სამუშაოს. იყავით მეტად მიზანმიმართული.
კირჩხიბი
რთული დღეა ემოციურად. სიმშვიდის შენარჩუნება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ბევრი რამ გირღვევთ წონასწორობას. განწყობა ხშირად შეგეცვლებათ. ეცადეთ, მეტად დრო გაატაროთ პოზიტიურ და თავდაჯერებულ ადამიანებთან. არ დაუშვათ შეცდომები სამსახურში, უმჯობესია გადადოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა.
ლომი
შესაფერისი დრო ექსპერიმენტებისთვის და სამუშაოზე არასტანდარტული მეთოდებისთვის. შეეცადეთ შეხედოთ პრობლემებს ობიექტურად და დაინახავთ დიდ შესაძლებლობებს მიზნების მისაღწევად. დღეს შეგიძლიათ წარმატებით აწარმოოთ რთული მოლაპარაკებები ან მოაგვაროთ ოჯახური დაპირისპირება.
ქალწული
პროდუქტიული მუშაობისთვის მარტოობა გჭირდებათ. სხვების დახმარებას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთეს. დათანხმება და საერთო გამოსავლის პოვნა ადვილი არ იქნება, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდათ. კოლეგებთან კამათსა და უთანხმოებას დიდი დრო დასჭირდება. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ.
სასწორი
დღევანდელი საქმეები შეასრულეთ და ნუ იფიქრებთ შორს მიმავალ გეგმაზე. თქვენ უნდა იმოქმედოთ სწრაფად და მეგობრების მხარდაჭერის გარეშე. ნებისმიერი სამუშაო განსაკუთრებულ სიზუსტესა და კონცენტრაციას მოითხოვს. მცირე შეცდომაც კი მომავალში დიდ ზარალს გამოიწვევს.
მორიელი
ემოციურად არასტაბილური დღეა, განწყობა სწრაფად შეგეცვლებათ. ამ მდგომარეობაში ძნელია სწორი გადაწყვეტილებების მიღბა. ეძიეთ რჩევა ან მხარდაჭერა გამოცდილი კოლეგებისგან, უფროსი ნათესავებისგან.
მშვილდოსანი
დღე გპირდებათ იყოს წარმატებული და დატვირთული სასიამოვნო მოვლენებით. შეძლებთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას და ფულის შოვნის ახალი გზების პოვნას. სამუშაო საქმეები დილით დაგეგმეთ, შემდეგ კომუნიკაცია და მოლაპარაკება გართულდება. დაუმეგობრდებით თანამოაზრეებს.
თხის რქა
მუშაობაში არსებულ სირთულეებსა და პრობლემებს სწრაფად გადალახავთ თქვენი გამძლეობისა და შედეგებზე ორიენტირებულობის წყალობით. თუ სიტუაცია მოითხოვს, მეგობრები და კოლეგები გაგიწევენ ყველანაირ დახმარებას. ნუ მოგერიდებათ მათ მიმართოთ მხარდაჭერისთვის.
მერწყული
დღეს ემოციური ფონი მოიმატებს და სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია გაგაბრაზოთ, გაღიზიანება ხელს უშლის სიტუაციის სწორად შეფასებას. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა რთული იქნება. ხელოვნებით ან საყვარელი ჰობი დაგეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში.
თევზები
ბევრს სურს ისარგებლოს თქვენი საიმედოობითა და სიკეთით. თუმცა, არ დაივიწყოთ თქვენი ინტერესებიც. შესაძლოა, დღეს შეგეცვალოთ პრიორიტეტები და თქვენი ძალები მოქმედების სხვა სფეროში გადაიყვანოთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, გადადგით პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, მეგობრები და ოჯახის წევრები დაგეხმარებიან.