არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა.
მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად.
ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ.
გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ.
მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი ნიჭიერ, ალალი და საქმოსანი იქნება, მაგრამ ცინიკოსი. დიდხანს იცოცხლებს
ამ დღის ქვებია: ცისფერი ნეფრიტი, საფირონი და ქარვა.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე მორიელში
მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
ამ დღეს რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.
მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.