კურო
დღეს სიამაყე უნდა დაივიწყოთ და დახმარებისთვის გარშემო მყოფებს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტოს საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, მთელი საქმე პროფესიონალებს გადააბაროთ.
ტყუპი
დღეს აგისრულდებათ ის, რასაც ასე დიდხანს ელოდით. ეცადეთ, შესაბამისად მოიქცეთ, რათა თქვენმა რეაქციამ ყველაფერი არ გააფუჭოს.
კირჩხიბი
დღის ძირითადი საზრუნავი გარეშმო მყოფების დახმარება იქნება. ძირითადად ერთი კონკრეტული ადამიანის, რომელიც შეცდომებისგან უნდა დაიცვათ და "სწორ გზაზე დააყენოთ".
ლომი
დღეს თქვენთვის ყველაზე დიდი ფუფუნება განმარტოება იქნება, მაგრამ ყველას დღეს მოუნდება თქვენთან შეხვედრა. ეცადეთ, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ, გამოიძინოთ.
ქალწული
დამშვიდდით, რადგან დღეს ყველაფერი თავისით მოგვარდება. "მთაც კი თავისის ფეხით მოვა თქვენთან" მთავარია, მომზადებული დახვდეთ და შეთანხმებულად განიხილოთ მიმდინარე საკითხები.
სასწორი
წვრილი პრობლემების მოგვარებისას მსხვილებსაც თავისთავად მოაგვრებთ. მთავარია, არ იზარმაცოთ.
მორიელი
უმჯობესია, გარკვეთ სიტუაციაში და მცირე ხარვეზები გამოასწოროთ, ვიდრე ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედეთ. ნუ ჩარევთ თქვენს საქმეში ბევრ ადამიანს.
მშვილდოსანი
საკუთრი საქმეები თავად უნდა მოაგვაროთ, როცა ყველაფერს გაუმკლავდებით, საკუთარი შრომითაც შეძლებს ტრაბახს. საღამო საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმეთ.
თხის რქა
დღეს საკუთარი ნიჭის სრულად გამოვლენის საშუალება მოგეცემთ. ამიტომ, იმოქმედეთ. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ ნიჭიერი ხართ და თქვენი ნდობა შეიძლება.
მერწყული
ეცადეთ, საყვარლ ადამიანთან კონფლიქტმა სამსახურის საქმეების ხარისხზეც არ იმოქმედოს. პირადი საკითხები საღამოს მოაგვარეთ. დღე სამსახურის საქმეებს დაუთმეთ.
თევზები
წინასწარ მოემზადეთ სერიოზული საუბრისთვის. დღევანდელ შეხვედრას მნიშვნელოვანი ცვლილების მოტანა შეუძლია თქვენთვის. რთული მომენტებიდან ეცადეთ იუმორით დაიძვრინოთ თავი.