ავტორი:

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:57-ზე, მთვარე კირჩხიბშია

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ; მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

ვერძი: მიზანდასახული ხართ და ყველა დაბრკოლებას იოლად გადალახავთ. ოჯახის წევრებთან ერთად იზრუნეთ ბინაში ინტერიერის განახლებაზე. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას და-ძმებთან.

კურო: დღეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულეთ. ნუ ელოდებით, რომ გარშემო მყოფები დაგიფასებენ მათზე გაწეულ ამაგს. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო.

ტყუპი: კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, ყველა რომ კმაყოფილი დარჩეს. მოგემატებათ ენერგია, აქტიურობის სურვილი. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

კირჩხიბი: დაარეგულირეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, კლიენტებთან. მოგინდებათ ახალი ნივთების შეძენა ბინისთვის, ინტერიერის განახლება. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი: იოლად მიაღწევთ სასურველს. გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდებიან. წარმატებული დღე გელოდებათ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს, მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას.

ქალწული: მიზანმიმართული და დაკვირვებული ხართ. დღეს საკუთარ საქმეებსაც იდეალურად გაუმკლავდებით და კოლეგების დახმარებასაც შეძლებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

სასწორი: დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილებები. საღამო მხიარულად გაატრეთ, მეგობრები შეკრებაზე უარს არ გეტყვიან.

მორიელი: დღეს სწრაფად უნდა შეძლოთ სიტუაციაში ორიენტირება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. დაამტკიცებთ, რომ დაწინაურებას იმსახურებთ. მიიღებთ სასიამოვნო ცნობებს უცხოეთიდან.

მშვილდოსანი: ძველი საქმეების, უსიამოვნებების მოსაგვარებლად ორიგინალური მეთოდები უნდა გამოიყენოთ. დღეს საკუთარ თავზე მეტად ახლობლებზე უნდა იზრუნოთ. მოგინდებათ საყვარელი ადამიანის განებივრება საჩუქრით.

თხის რქა: წარმატებებს მიაღწევთ, თუ კონსერვატიულ შეხედულებებს ორიგინალურ მეთოდებს ამჯობინებთ. თუ მეტად გამოავლენთ იუმორის გრძნობას, გაგიუმჯობესედებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

მერწყული: პატარ-პატარა საქმეები შეასრულეთ. ახალი პროექტების დაწყებას დღეს ნუ იჩქარებთ. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. თუ სერიოზული ურთიერთობა გსურთ, მოვლენებს ნუ ააჩქარებთ.

თევზები: საინტერესო შეხვედრების დღეა. მოკავშირეებსაც გაიცნობთ და მფარველებსაც. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, როცა სასურველის მიღება გსურთ. იყავით მეტად მზრუნველი შვილების მიმართ.