მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ.
არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას.
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს.
ივარჯიშეთ.
ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი მოუსვენარია. მიდრეკილია სიმსუქნისაკენ.
მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ.
გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას.
თმის შეჭრა სასარგებლოა.
ამ დღის ქვებია: ფირუზი, ვარდისფერი ქალცედონი, მარმარილო.
დღის გაფრთხილება: კარგია, თუ სიზმარში ნახავთ, ვითომ ტიროდით.
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ტყუპში
მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. ”მოწევის ადგილებს”. გაანიავეთ ოთახი.
აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.