ავტორი:

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 07:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

ვერძი

მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. არ უნდა განიხილოთ თქვენი პირადი ცხოვრება და მომავალი გეგმები შემთხვევით ნაცნობებთან. ყოველი ნათქვამი სიტყვა შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე.

კურო

დღეს მატერიალური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მიხვდებით, რომ თქვენი ბიუჯეტი არ იყოს საკმარისი წინასაახალწლო შესყიდვებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მეგობრებისგან ისესხოთ საჭირო თანხა ან მეუღლემ მიიღოს ბონუსი.

ტყუპი

მოერიდეთ პარტნიორთან კამათში. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავშეკავება. ბევრი საკითხი, რომელიც გაწუხებთ, იოლად და ჰარმონიულად მოგვარდება. საღამოს მეგობრებთან კონტაქტი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

კირჩხიბი

ჯანმრთელობის გაუარესდების გამო შეიძლება შინ მოგიწიოთ დარჩენა. მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე. გამოჯანმრთელდით, რათა საახალწლო დღესასწაულისთვის მხნე და ენერგიული იყოთ.

ლომი

არ გააუარესოთ ურთიერთობა მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან. არ არის გამორიცხული, რთულ დილემის წინაშეც კი აღმოჩნდეთ: რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი სიყვარული თუ მეგობრობა.

ქალწული

არაკომფორტულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, დღეს არ დაიწყოთ სარემონტო სამუშაოები და დალაგება. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც მშობლებთან ან ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. კონფლიქტები შეიძლება გამწვავდეს ნებისმიერი მიზეზით.

სასწორი

დღეს მეგობრების, ნაცნობების ან ნათესავები პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავებული და დრო არ დარჩებათ საკუთარ თავზე ფიქრისთვის, თქვენი საქმეებისა და საჭიროებებისთვის.

მორიელი

ფინანსური პრობლემების მოგვარებას იოლად შეძლებთ და საჩუქრების შეძენას შეძლებთ. ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. საღამო დაუთმეთ საინტერესო, ინტელექტუალურ საქმიანობას.

მშვილდოსანი

შესაძლოა ოჯახური ურთიერთობები გაუარესდეს. არ მოგეწონებათ, რომ პარტნიორი დამოუკიდებლად იქცევა და საკმარის ყურადღებას არ გაქცევთ. თქვენი კრიტიკა კი ჩხუბის მიზეზი გახდება.

თხის რქა

მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. გაცივების და ვირუსული ინფექციების ალბათობა იზრდება და შეიძლება ზოგიერთმა ქრონიკულმა დაავადებამ შეგახსენოთ თავი. დაიცვით ყველა საჭირო პრევენციული ზომა.

მერწყული

სამსახურში თუ საკუთარ თავს ვერ გააკონტროლებთ, შეიძლება უსიამოვნო ამბავში გაეხვიოთ. არ გაართულოთ დამოკიდებულება თანამოაზრეებთან. მშობლებმა საღამო გაატარეთ შვილის გვერდით, ერთად მორთეთ ნაძვის ხე, ჩამოწერეთ საახალწლო დღესასწაულის პროგრამა.

თევზები

სამსახურში და სახლში არ გადაიტვირთოთ საქმეებითა და საზრუნავებით. სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.