კურო
ნაკლები დრო გაატარეთ შინ, შეხვდით მეგობრებს, გაისეირნეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. დღეს საშუალება მოგეცემათ გამოასწოროთ პირადი ცხოვრება, რომანტიკითა და კომპლიმენტებით გაახალისოთ იგი.
ტყუპი
ახალი საქმიანობისთვის გამონახეთ თანამოაზრეები, სპონსორები. დღე ახალ და რომანტიკულ ნაცნობობას გპირდებათ. ენერგია სამსახურებრივი და საოჯახო საქმეების მოსაგვარებლადაც გეყოფათ. კარგია სეირნობა, ცეკვა, ვარჯიში.
კირჩხიბი
დღე შეხვედრებით იქნება დატვირთული. ეწვიეთ სილამაზის სალონს, განაახლეთ გარდერობი. საღამო შინ გაატარეთ. მეტად საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ, რაც მუშაობას გაგიადვილებთ.
ლომი
მთვარე თქვენს ნიშანშია, რაც საშუალებას გაძლევთ, დაგეგმოთ მომავალი, განიხილოთ ახალი პერსპექტივები. ურთიერთობაში მოერიდეთ განხეთქილებას. კარგი დღეა ახალი ნაცნობობის, სწავლისა და მგზავრობისთვის. შეიძინეთ წიგნები.
ქალწული
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. კარგი დღეა ძველი ურთიერთობისა და ნივთებისგან გასათავისუფლებლად. მოერიდეთ მსხვილ ხარჯს. საღამო შინ გაატარეთ. კარგი დღეა პარტნიორთან ერთად მომავლის დასაგეგმად,
სასწორი
იაქტიურეთ, ნუ იქნებით ოთხკედელში ჩაკეტილი. შეხვდით მეგობრებს, ჩაერთეთ ახალ საქმიანობაში. კარგი დღეა ცვლილებებისთვის, გარდერობის გასაახლებლად.
მორიელი
თქვენი განწყობა გარემო მყოფებზეც მოქმედებს. ამიტომ, ეცადეთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ემოციებისგან. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. თამაშისა და შეჯიბრში ჩასართველად. სიამოვნებას მოგანიჭებთ მიმოწერა, სპორტი, ცეკვები. გამოფენასა და კონცერტზე დასწრება.
მშვილდოსანი
მშვენიერ განწყობაზე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ ახალი საქმეები ან წარმატებით დაასრულოთ დაწყებულები. შთაბეჭდილებების, ცოდნის გაზიარების დღეა. პირად ცხოვრებაში გამორთეთ თვითკონტროლი და გულის კარნახით იმოქმედეთ.
თხის რქა
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ გადაიღალოთ, მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. მოულოდნელი შეხვედრა ძველ ნაცნობთან ან პარტნიორთან სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ.
მერწყული
საინტერესო და მხიარული შეხვედრების დღე გელით. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა (ინტერნეტშიც), მაგრამ ნუ გათქვამთ საიდუმლოებებს. დაქორწინებულებმა თავი შეიკავეთ ფლირტისგან.
თევზები
საქმეების მიუხედავად, დღე მაინც სასიამოვნოდ ჩაივლის. ეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ გარშემო მყოფებზე. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლებზე. ენერგიას სპორტი, ცეკვები და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა შეგმატებთ.