22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:34-ზე, მთვარე ტყუპშია

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა.

ვერძი

იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. დღის პირველ ნახევარში კარგია ყველაზე რთული და უსიამოვნო საქმეების კეთება. უნდა იმოქმედოთ გააზრებულად და გადადგათ გათვლილი ნაბიჯები. არ მიიღოთ მონაწილეობა რისკებსა და ექსპერიმენტებში.

კურო

დღეს აჩქარებამ შეიძლება გამოიწვიოს შეცდომები. იმუშავეთ საკუთარი ტემპით, გააკეთეთ ერთი რამ, ნუ გადაიტანთ ყურადღებას მეორეხარისხოვან დავალებებზე. თუ არ გესმით საყვარელი ადამიანების მოტივები და ქმედებები, ისაუბრეთ გულწრფელად და გამოხატეთ თქვენი აზრი.

ტყუპი

შესაძლოა, თქვენი ახლო წრიდან ვინმემ გიბიძგოთ სარისკო და საეჭვო ქმედებებისკენ. გირჩევთ, თავი დაანებოთ მათ და იმუშაოთ, როგორც მიჩვეული ხართ. დაგეგმეთ ყველაზე რთული ამოცანები დილისთვის: არის შანსი, რომ წარმატებით გაუმკლავდეთ მათ.

კირჩხიბი

თქვენი ძლიერი მხარეების რწმენა და აქტიური ქმედებები დაგეხმარებათ ყველა ურთულესი საქმის სწრაფად და წარმატებით გადაჭრაში. მოემზადეთ ნაყოფიერი დღისთვის, დაგეგმეთ დავალებები ისე, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩეთ. თუ იდეებს კოლეგებს გაუზიარებთ, საჭირო დახმარებას და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებთ.

ლომი

დღეს მეტი დრო დაუთმეთ უკვე დაწყებულ საქმეებს, დაასრულეთ ძველი პროექტები. ვარსკვლავები რაიმე ახლის დაწყებას არ გირჩევენ. უნდა შეზღუდოთ ინფორმაციის ნაკადი და ყურადღება მიაქციოთ მხოლოდ იმას, რაც პირდაპირ კავშირშია თქვენს საქმიანობასთან ან მართლაც მნიშვნელოვანია.

ქალწული

მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენი შინაგანი ხმა გკარნახობთ: მაშინ შეძლებთ თავიდან აიცილოთ დიდი შეცდომები. უცნობი პირები შეიძლება შეეცადონ თქვენს გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, ასე რომ ნუ იქნებით ყველასთან გულწრფელი, იყავით ფრთხილად და მეტად მოუსმინეთ.

სასწორი

ენერგიის დაბალი დონე საშუალებას არ მოგცემთ აქტიურად იმუშაოთ და გადაჭრათ რთული საკითხები. ყურადღება მიაქციეთ რუტინულ ყოველდღიურ სამუშაოს, დაასრულეთ წარსული დავალებები, დაალაგეთ დოკუმენტები. შესაძლოა თავში ორიგინალური და საინტერესო იდეები მოგივიდეს, ჩაიწერეთ ისინი და მოგვიანებით განახორციელეთ.

მორიელი

დღეს მიიღებთ უამრავ ინფორმაციას, რომელთა შორის მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ ის ფაქტები, რაც ნამდვილად გჭირდებათ. თქვენ გარემოში შეიძლება იყოს არაკეთილსინდისიერი: იყავით თავშეკავებული კომუნიკაციაში და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

მშვილდოსანი

დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა მოგიწევთ. გარემოებები სწრაფად შეიცვლება და თქვენი პარტნიორები დანაპირებს არ შეასრულებენ. ზედმეტი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, არავის გაუზიაროთ თქვენი იდეები და გეგმები. ინდივიდუალური მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნება.

თხის რქა

თუ შესაძლებელია, მოერიდეთ დამატებით პასუხისმგებლობას და ნუ აიღებთ რთულად შესასრულებელ ვალდებულებებს. დღეს სხვების რჩევები გამოგადგებათ, ღირს მათი მოსმენა. 22 იანვარს დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს, იმუშავეთ მარტომ: ამ გზით მეტის გაკეთების საშუალება გექნებათ.

მერწყული

დღე შესანიშნავია შერიგებისთვის, კომპრომისების მოსაძებნად და სხვადასხვა დავების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც საქმიან კონტაქტებს, ასევე პირად ურთიერთობებს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან, გაატარეთ საღამო მათთან ერთად. ინტუიცია გიკარნახებთ რა უნდა შეიცვალოთ ცხოვრებაში.

თევზები

ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გპირდებიან. შესაძლოა ახალი საინტერესო შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ ინტუიციურად, ამბების ყურადღებით მოსმენის შემდეგ. ახალი და დიდი პროექტების დაწყებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები; ჯობია ისინი ცოტა ხნით განზე გადადოთ.