კურო
ემოციურად დაძაბული დღეა. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. ფაქტები და დოკუმენტებიც კი დიპლომატიურად წარადგინეთ. ემოციისგან დაცლაში ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ. საღამოს არ იკამათოთ ახლობლებთან.
ტყუპი
შეასრულეთ დანაპირები, მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. მშვიდი, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით, რათა თავი დაიცვათ უსიამოვნო მოვლენებისგან. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
კირჩხიბი
არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. მოერიდეთ კამათს უფროსთან (როგორც ასაკით, ასევე თანამდებობით). მოსალოდნელია ტექნიკის დაზიანება. არ გირჩევთ მგზავრობას, განსაკუთრებით უცნობ ადგილებში.
ლომი
ნებისმიერი საკითხი, პრობლემა დიპოლომატიურად, ყველას აზრის გათვალისწინებით მოაგვარეთ. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მიიღეთ ვიტამინები.
ქალწული
რთულ სიტუაციაშიც კი მშვიდად და წყანარად იმოქმედეთ. დაიზღვიეთ თავი შეცდომებისგან. ისეთ ადამიანებს გაენდეთ და სთხოვეთ დახმარება, ვისაც ენდობით. გაუფრთხილდით საფულეს.
სასწორი
მოიმატებს დაღლილობა და სტრესული სიტუაციები. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგას. მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედეთ და შეძლებისაგვარად დაისვენეთ, გამოიძინეთ.
მორიელი
ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და კატეგორიული. მნიშვნელოვანი შეხვედრები და მიმოწერა გადადეთ. დღეს შეიძლება ის ადამიანებიც კი აგიჯანყდნენ, ვინც მუდამ თქვენს მხარეზე იყო. გადახედეთ მიმდინარე საქმეებს და შეძლებისდაგვარად დაასრულეთ ისინი.
მშვილდოსანი
მოსალოდნელია განწყობის ცვალება. ამიტომ, გარშემო მყოფებთან ზედმეტი გრძნობების გამოხატვას მოერიდეთ. უმჯობესია, თავჩარგულმა იმუშაოთ. საღამო სწავლას, ინფორმაციის მოძიებას დაუთმეთ.
თხის რქა
პარტნიორთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობასა და ფულის ხარჯვას. აგრეთვე, ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.
მერწყული
ნუ გადადებთ საქმეების მოგვარებას მომავლისთვის. დაიხმარეთ გარშემო მყოფები და გააქტიურდით. მომავალში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, პირად ურთიერთობებში წამოჭრილი პრობლემებიც დაუყოვნებლივ მოაგვარეთ.
თევზები
მოერიდეთ კონფლიქტებსა და ემოციის გამოხატვას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ახლობლებთან. ნუ ეცდებით გარშემო მყოფების და, მით უმეტეს პარტნიორის, რაიმეში იძულებით დარწმუნებას, გადაბირებას. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის.