* კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ.
* არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ.
* აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა.
* არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
* სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება.
* კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება.
* ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის.
* ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს. ნიჭიერი იქნება, მაგრამ სწავლა არ ეყვარება. წარუმატებლობას სიყვარულში მატერიალური და მორალური ზარალიც დაემატება.
* ამ დღეს არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
* არ გირჩევთ თმის შეჭრას.
* ამ დღის ქვებია: აქატი და მორიონი.
მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 21:14
სავსემთვარეობა დადგება 22:16
სამედიცინო რეკომენდაციები
– მთვარე მერწყულში* გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, აპენდიქსზე (ბრმა ნაწლავი) პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.
* არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
* კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
* მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
* გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.