22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:57-ზე, მთვარე, მთვარე მერწყულშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.

ვერძი

დღეს ძალიან დაგეზარებათ საქმის კეთება, მაგრამ მაინც მოგიწევთ გარკვეული საკითხებისადმი ყურადღების მიქცევა. უმჯობესია არ დაიწყოთ ახალი პროექტები: პრობლემები პირველივე ნაბიჯებიდან გაჩნდება. თქვენს ჩართულობას ელოდება საოჯახო საქმეებიც. დაეხმარეთ თქვენს ახლობლებს დასუფთავებაში, მოაწესრიგეთ ნივთები ბინაში.

კურო

ნუ ატარებთ ექსპერიმენტებს, მიჰყევით მუშაობის ნაცნობ მეთოდებს. დღის პირველ ნახევარში სასარგებლოა მსუბუქი და სასიამოვნო სამუშაოს შესრულება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. საღამოს შესაძლებელია საინტერესო ნაცნობები, კომუნიკაცია სასიამოვნო იქნება.

ტყუპი

მეოცნებე განწყობა ხელს შეგიშლით სერიოზული საკითხების გადაჭრასა და საგნების რეალისტურ შეხედვაში. კონცენტრირდით თქვენს სამუშაოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომებს ვერ აიცილებთ. უნდა შეიკაოთ ემოციები და არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს ან ახირებებს. იფიქრეთ შედეგებზე.

კირჩხიბი

მოერგეთ გარემოებებს, რათა სწრაფად მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. კომუნიკაცია რთული იქნება, გარშემო მყოფებს არ ესმით თქვენი, ემოციების კონტროლი უნდა. დღეს მარტო მუშაობა უფრო პროდუქტიულია. შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

ლომი

იმუშავეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით. მაშინ თქვენი განწყობა იქნება ხალისიანი და შეძლებთ პირველადი პრობლემების მოგვარებას. თავისუფალ დროს ნუ დარჩებით ოფისში, თორემ დამატებით დატვირთვას მიიღებთ და დაიწყებთ სხვისი შეცდომების გამოსწორებას.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ გაუმკლავდეთ რთულ ან შრომატევად ამოცანებს და დაისახოთ მაღალი მიზნები. შუადღის შემდეგ შეგიძლიათ ოდნავ შეამციროთ თქვენი აქტივობა და ესაუბროთ მეგობრებს. საღამოს წადით პაემანზე ან მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზი.

სასწორი

თანდათან ჩაერთეთ სამუშაო რიტმში, დაიწყეთ მარტივი და სასიამოვნო მოვალეობებით. შუადღისთვის ენერგია მოიმატებს და ნებისმიერი საკითხის სწრაფად მოგვარებას შეძლებთ. არ დაარღვიოთ წესები, მიჰყევით ყველა ინსტრუქციას და შეთანხმებას. საღამოს შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა, მოწვევაზე უარს ნუ იტყვით.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ ურთულესი დავალებების დაგეგმვას დილით. ნუ ატარებთ ექსპერიმენტებს, გამოიყენეთ სტანდარტული მეთოდები, მაშინ იღბალი თქვენს მხარეს იქნება. დღის მეორე ნახევარში თავს თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ. შესაძლოა თქვენი ზოგიერთი ოცნება ახდეს.

მშვილდოსანი

სამუშაოსა და მოლაპარაკებებისთვის დღეს ყველაზე ხელსაყრელი დრო დილაა. იყავით პროფესიონალი თქვენს საუბრებში და მოერიდეთ საკამათო ან საეჭვო თემებს, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა. საღამოს ემოციური ფონი მოიმატებს: გჭირდებათ სიტყვების კონტროლი და მეტი თავშეკავება.

თხის რქა

თქვენი ყოველდღიური მოვალეობები დღეს პირველ ადგილზე უნდა იყოს. განაგრძეთ მუშაობა გეგმის მიხედვით, არ დაეთანხმოთ საეჭვო შეთავაზებებს. ეცადეთ, არჩეული მიმართულებით იაროთ წინ, არ მოცდეთ მეორეხარისხოვან საკითხებზე. გააკონტროლეთ საჭირო პროცესები.

მერწყული

შეცდომების თავიდან ასაცილებლად, დაიცავით წესები და კონცენტრირდით თქვენს მიზნებზე. მკაფიო გეგმა მოვალეობების უფრო სწრაფად შესრულებაში დაგეხმარებათ. თქვენმა კრიტიკამ ან მკაცრმა შენიშვნებმა შეიძლება შეურაცხყოს ახლობელი ადამიანი და გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა. იყავით თავაზიანი და ტაქტიანი.

თევზები

არ იოცნებოთ და ააშენოთ ბროლის კოშკები. ბევრი საკითხი ელის თქვენს მონაწილეობას: მოაგვარეთ ისინი სწრაფად, დიდი ხნით გადადების გარეშე. ახლობლებთან ურთიერთობაში შეიძლება იყოს კამათი და დაძაბულობა. ვარსკვლავები გირჩევენ მეტის დათმობას, კომპრომისების ძიებას. საღამოს შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები.