კურო
ახლობლები დანაპირების შესრულებას მოგთხოვენ. გაითვალისწინეთ დღევანდელი შემთხვევა და მომავალში, სანამ ვინმეს რამეს დაპირდებით, კარგად დაფიქრდით.
ტყუპი
ნუ ენდობით გარშემო მყოფთა სიტყვებს. შეიძლება არ გატყუებენ და თქვენსავით ფანტაზიორობენ. ამიტომ, ოცნების კოშკებს ნუ ააგებთ.
კირჩხიბი
ახალი საქმის დაწყებამდე, თავადაც კარგად დაფიქრდით და, მეგობრებისა და პროფესიონალებისგანაც მიიღეთ რჩევები.
ლომი
გარშემო მყოფები დისკუსიებსა და კამათში ეცდებიან თქვენს ჩაბმას. ღიმილითა და მშვიდი ტონით "შეიარაღდით"
ქალწული
თუ დილიდან ამაღლებულ განწყობაზე ხართ, ნათესავებსა და მეგობრებს შეეხმიანთ. თუ – ნეგატიურზე, უმჯობესია შინ დარჩეთ.
სასწორი
ახლობლისგან საიდუმლო ინფორმაციას მოიპოვებთ, რაც თქვენს შეხედულებებს კარდინალურად შეცვლის.
მორიელი
დღეს შეიძლება გარშემო მყოფთა ნაცვლად მოგიწიოთ გადაწყვეტილების მიღებამ. ფრთხილად უნდა იმოქმედოით, რომ არც ისინი დააზარალოთ და არც საკუთარი თავი.
მშვილდოსანი
განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებს შეხვდებით, მაგრამ მათთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ და კარგადაც გაერთობით.
თხის რქა
დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორების, არ დაწყებული საქმეების დასრულების დღეა. ეცადეთ მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედოთ.
მერწყული
გაფრთხილდით, არაფერი დაგრჩეთ, დაკარგოთ. დაიმახსოვრეთ, სად შეინახავთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს. არ გამოგრჩეთ ვინესთან დარეკვა, მისვლა.
თევზები
კარგი დღეა პირადი ურთიერთობების გასარკვევად, როცა საკუთარ და პარტნიორის გრძნობებში გაერკვევით, მომავალსაც უფრო ნათლად დაინახავთ.