* ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ.
* მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
* უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ.
* კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად.
* კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში.
* მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას.
* მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვალას.
* ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის.
* არ გადაღალოთ თვალები.
* ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგად ითვისებს ყოველივე ახალს. შეიძლება ითქვას, უნიკალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. თუ ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას გაუძლო, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლებს.
* ცოტა ალკოჰოლი ნებადართულია, მაგრამ კუჭს ნუ გადატვირთავთ.
* კარგი დღეა თმის შესაჭრელად, ვარცხნილობის შესაცვლელად.
* ამ დღის ქვაა კეთილშობილი ოპალი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე სასწორში
* გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
* ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
* დღეს იკვებეთ ზომიერად, – არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
* სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.