22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: არც კი უნდა იფიქროთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტაზე

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: არც კი უნდა იფიქროთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტაზე

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.

ვერძი

არ უნდა ჩაერიოთ სხვის კონფლიქტში, ახლობლები, რომლებიც ჩხუბობენ, არ დააფასებენ თქვენს კეთილ ზრახვებს, ამიტომ მიეცით მათ საშუალება თავად მოაგვარონ თავიანთი საქმე.

კურო

ნუ ცდილობთ სხვა ადამიანების გადაკეთებას: ჯერ ერთი, ამას მაინც ვერ შეძლებთ და მეორეც, ეს არაფრის მომტანი არ იქნება, გარდა ურთიერთობების დანგრევისა, ამიტომ, მიიღეთ ადამიანი ისეთი როგორიცაა ან გაერიდეთ.

ტყუპი

იდეალური დღეა სამსახურში პირადი ნივთების, საბუთების მოსაწესრიგებლად: მთავარია დოკუმენტები დაალაგოთ და ვადაგასული ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ.

კირჩხიბი

არ უნდა დაშორდეთ თქვენს ნივთებს, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ისინი აღარ დაგჭირდებათ: ამ დღეს ტანსაცმლისა და სამკაულების გაჩუქება ან გადაყრა ცუდ ნიშნად ითვლება.

ლომი

სასურველია, საქმიანი მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადადოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს პარტნიორებთან ურთიერთგაგებას მიაღწიოთ ან დაგიფასოთ თქვენი წინადადებები.

ქალწული

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის გადადებასაც ვეღარ შეძლებთ, მოუსმინეთ არა გარშემო მყოფებს, არამედ თქვენს შინაგან ხმას – ის მოგცემთ დროულ და ერთადერთ სწორ რჩევას.

სასწორი

დღეს მთავარია არ ჩათვალოთ საკუთარი თავი სხვებზე ჭკვიანად, არ ასწავლოთ როგორ იცხოვრონ და არ მისცეთ რჩევა, მით უმეტეს, თუ არ გეკითხებიან: იფიქრეთ იმაზე, რომ განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება და მსოფლმხედველობა გაქვთ.

მორიელი

არც კი უნდა იფიქროთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტაზე იმ უმნიშვნელო ინციდენტის გამო, რომელიც შეიძლება თქვენ შორის მოხდეს: თქვენი განწყობა სხვა არაფერია, თუ არა მთვარის გავლენა და ხვალ ის შეიცვლება.

მშვილდოსანი

საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს, სამუშაო დღის მიუხედავად, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ზრუნვაა: ისინი არამარტო მოგცემთ საშუალებას, დრო სასარგებლოდ გაატაროთ, არამედ გაგითავისუფლებთ სევდიანი ფიქრებისგან.

თხის რქა

რასაც არ უნდა აკეთებდეთ დღეს – სამსახურის სამუშაოს თუ საოჯახო ყოველდღიურობას, მთავარია არ იჩქაროთ. იყავით დაკვირვებული და ბეჯითი.

მერწყული

ახლო მომავლის სამოქმედო გეგმის შედგენისას არა მხოლოდ კარგად დაფიქრდით, თუ როგორ უნდა იმუშაოთ მის ყველა პუნქტზე, არამედ გადაწყვიტეთ ტაქტიკა და სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნის მიღწევაში.

თევზები

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მათ ნაკლოვანებებზე, არამედ კონცენტრირდით მათ ძლიერ მხარეებზე – ამით თქვენ არა მხოლოდ მოერიდებით თქვენი ურთიერთობის გაფუჭებას, არამედ, პირიქით, გააძლიერებთ მას.