კურო
მოერიდეთ ვალების აღებას. საოჯახო საკითხები მეუღლესთან შეთანხმებით მოაგვარეთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძალების აღდგენას, ურთიერთობის გაუმჯობესებას გარშემო მყოფებთან.
ტყუპი
დაკვირვებულად იმოქმედეთ. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას.
კირჩხიბი
ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. ზომიერება და სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან, სპორტისა და მგზავრობისას. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის.
ლომი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. იყავით ღიმილიანი. კარგი დღეა ახალ პროექტებზე სამუშაოდ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
პარტნიორებს თქვენი მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდებათ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მშობლებთან, უფროს შვილებთან. მათაც აქვთ უფლება გადადგან დამოუკიდებლი ნაბიჯები.
სასწორი
იმპულსური ხართ და შეიძლება უმნიშვნელო რამემაც კი გაგანერვიულოთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას კოლეგებთან და ახლობლებთან. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ.
მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ ახალ საქმეებს, პროექტებს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საოჯახო საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით, იღბალი გწყალობთ. პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. კონკურენტებსა და მტრებს მარტივად მოიშორებთ. კარგი დღეა სულიერი განვითარებისთვის.
თხის რქა
თქვენ ყველას უნდა დაეხმაროთ, მაგრამ მადლიერი შეიძლება ყველა არ იყოს. დღეს ის დღეა, როცა განსაკუთრები მოგინდებათ სითბო და მოფერება. გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრისთვის.
მერწყული
ყოველდღიური საქმეების პარალელურად მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, იმუნიტეტის გაძლიერებას, გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი, ცოტა ივარჯიშეთ. დაივიწყეთ მავნე ჩვევები.
თევზები
კარგი დღე ელით კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. სურვილებს აისრულებთ, თუ მეტად მიზანსწრაფული და ნაკლებად მეოცნებე იქნებით.