ავტორი:

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე მორიელშია

ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.

ვერძი: გაიცნობთ ადამანებს, ვინც დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში და ვინც ცხოვრებას სხვანაირად დაგანახვებთ. საქმიანი შეხვედრების დროს იყავით დაკვირვებული. ნუ გათქვამთ თქვენს საიდუმლოებებს.

კურო: ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე პარტნიორებთან. მათთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ნუ ხართ ზედმეტად პრეტენზიული გარშემო მყოფების მიმართ.

ტყუპი: მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. დააკვირდით ცნობებს, რასაც დღეს მიიღებთ; ადამიანებს, ვინც დღეს გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

კირჩხიბი: შეხვედრების და ურთიერთობების გაუმჯობესების დღეა. დაუთმეთ დრო იმ საქმეების შესრულებას, რასაც დიდი დრო და ენერგია დაახარჯეთ.

ლომი: მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა, განსაკუთრებით კონკურენტებთან, მათთან ვისთანაც არამეგობრული დამოკიდებულება გაქვთ. არ გარისკოთ, ფული ზომიერად ხარჯეთ.

ქალწული: მართალია, ყველაფერი სწრაფად და იოლად არ მოდის თქვენთვის, მაგრამ კარგად ვითარდებით და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოქმედებთ. რაც არ მოგცემთ შეცდომების დაშვების უფლებას.

სასწორი: ყველა ნაბიჯი და სიტყვა კარგად გააზრებული უნდა გქონდეთ. საქმიანი შეხვედრების დროს იყავით დაკვირვებული. არავის არაფერი დაპირდეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან.

მორიელი: დაკვირვებით და ფრთხილად თუ იმოქმედებთ, რთულ სიტუაციაში არ მოხვდებით. გაითვალისწინეთ წარსული შეცდომები. საქმიანი შეხვედრების დროს დაგებადებათ საინტერესო იდეები, რაც მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი: ახალი მოკავშირე გამოგიჩნდებათ, ვინც დაგიბრუნებთ საკუთარი თავის რწმენას და საქმეების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. საღამო ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ, მიიღებთ სასიამოვნო ცნობებს.

თხის რქა: გადახედეთ შესრულებულ საქმეებს, მოვლენებს. კარგი იქნება, თუ ცოტას დასვენაზეც იფიქრებთ. კოლეგების მიმართ იყავით დიპლომატიური, არ გირჩევთ სარკაზმის გამოვლენას.

მერწყული: ყველა ვალდებულებას იდეალურად გაართმევთ თავს. მთავარია, მოინდომოთ. ამასთან, არ გირჩევთ სხვების საქმეების დამატებას, სხვისი პასუხისმგებლობის აღებას. მეტად იყავით ორიენტირებული საკუთრი ოცნებების ასრულებაზე.

თევზები: ყველაფერი სწრაფად შეიძლება შეიცვალოს და წუწუნის ნაცვლად აქტიური მოქმედებაა საჭირო. არავის არაფერს დაპირდეთ. მიიღებთ საინტერესო და მაცდურ შემოთავაზებებს და გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ.