ავტორი:

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:49-ზე, მთვარე ქალწულშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის. კარგი დღეა უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.

ვერძი: მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ. საღამოს გაგიმრავალფეროვნებთ სასიამოვნო მუსიკა, კარგი ფილმი ან წიგნი.

კურო: რთული ვალდებულებების მოგვარებაში ნათესავები დაიხმარეთ. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ნათესავებთან.

ტყუპი: გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ძვირად ღირებული ნივთების შეძენასაც შეძლებთ. გაიმრავალფეროვნეთ რაციონი ჯანსაღი საკვებით.

კირჩხიბი: საიდუმლოდ შეინახეთ ყველა ის თემა, რომლის გამომზეურებაც არ გსურთ. საღამოს მოინახულეთ ნათესავები.

ლომი: მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იმუნიტეტის ამაღლებაზე.

ქალწული: საუკეთესო დღეა სწავლისთვის, ახალი მეთოდის ასათვისებლად, რასაც მომავალი წარმატებისთვის გამოიყენებთ.

სასწორი: მოერიდეთ მეგობრებთან დაპირისპირებას. კამათის მიზეზი შეიძლება ფინანსები გახდეს, ნუ ასესხებთ მათ ფულს. სასიყვარული ურთიერთობაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

მორიელი: შინ, მშობლიურ გარემოში მეტ სიმშვიდეს მოიპოვებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

მშვილდოსანი: მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, ნუ შეილახავთ რეპუტაციას. დღევანდელი დღე სასიამოვნო, ჯანსაღ გარემოში გაატარეთ, ენერგია აღიდგინეთ.

თხის რქა: გაფრთხილდით, ვარჯიშისას, ინსტრუმენტებთან მუშაობისას. იყავით მომართული თვითრეალიზებაზე, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაზე.

მერწყული: ყურადღების ცენტრში მოგინდებათ ყოფნა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი გარშემო მომხდარი მოვლენებისადმი. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები მგზავრობისას, მუშაობისას.

თევზები: გააუმჯობესეთ მეგობრული და პარტნიორული - სასიყვარულო და საქმიანი ურთიერთობები. ნუ გაცივდებით. საღამო მშვიდად ოჯახურ გარემოში, ნათესავების გვერდით გაატართ.