ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:11-ზე, მთვარე ლომშია
საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ; მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ. მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
ვერძი: ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, თუ მოინდომებთ, მთებს გადადგამთ. შეიძლება სწორედ დღეს მოაგვაროთ ის საკითხები, რასაც დიდი ხანი ვერ აგვარებდით.
კურო: პოზიტივისა და მხიარულების განწყობაზე ხართ. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. საღამოს გაისეირნეთ მაღაზიებში, მაგრამ არაფერი ძვირად ღირებული არ შეიძინოთ.
ტყუპი: დაუმტკიცეთ უფროსს და კოლეგებს, რომ საუკეთესო თანამშრომელი ხართ. ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან.
კირჩხიბი: მოგინდებათ ახალის შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება. სწავლის გაგრძელების, გამოცდების ჩაბარების და ახალგაცნობილებთან დამეგობრების დღეა. საღამოს გაეცანით თქვენთვის საჭირო ლიტერატურას.
ლომი: საქმეებისა და ვალდებულებებს პარალელურად ნუ დაივიწყებთ მხიარულებას. შეიქმენით კარგი განწყობა გემრიელობით, ახლობლებთან ურთიერთობით და საღამოს - რომანტიკული პაემნით.
ქალწული: საქმიანი შეხვედრების დღეა. გააცანით თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებს. მოაგვარეთ ის საქმეები, რაც მომავალში დივიდენდებს მოგიტანთ. უბრალო საუბრის დროსაც კი სასიამოვნო შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ მოსაუბრეზე.
სასწორი: მშვიდად და დაკვირვებით აკეთეთ თქვენი საქმე. კარგი დღეა ენერგიის აღსადგენად, დასვენებისთვის. საკუთარი თავი და ახლობლები სასიამოვნო შენაძენით გაახარეთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
მორიელი: საქმიანი შეხვედრებისა და რთული საკითხების მოგვარების დღეა. იყავით მიზანმიმართული და დაკვირვებული, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. საღამოს დაუვიწყარი რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ.
მშვილდოსანი: უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ მოსაგვარებელი. ნებისმიერი შეხვედრის დრო თავი ღირსეულად უნდა გეჭიროთ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ფაქტებს. უფრო მეტიც, თავად უნდა გაარკვიოთ, ვინ ხლართავს ინტრიგებს თქვენს წინააღმდეგ.
თხის რქა: აკონტროლეთ გამონათქვამები და ნუ გასცემთ ტყუილ დაპირებებს. დღეს არ დაისახოთ რთული საქმეების შესრულება. მეტი დრო დაუთმეთ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
მერწყული: მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელოდებათ. შეიძლება მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. მოულოდნელი შეხვედრა სასიამოვნო დაგამახსოვრდებათ. ეს ადამიანი მომავალში დიდ როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში.
თევზები: დღეს საუკეთესოდ შესრულებული საქმეებისთვის ხელმძღვანელობის შექებას და კოლეგების დაფასებას მიიღებთ. მოგეცემათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. საღამო მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საუბრებში გაატარეთ.