ოთხშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 9:44-ზე, მთვარე 9:17-ზე ვერძში გადავა
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
ვერძი
კეთილი საქმეები შეასრულეთ. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის. ის სასარგებლო საქმეები, რასაც დღეს გააკეთებთ, მალე კარგ შედეგს მოგცემთ. საღამო გაატარეთ ოჯახთან, ნათესავებთან ერთად. თუ მათთან უთანხმოება გქონდათ, დღეს ყველაფერი მოგვარდება.
კურო
ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საქმის შესასრულებლად, პირადი სივრცის მოსაწესრიგებლად. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, შოპინგი წარმატებული იქნება. თავისუფლად მოუყევით სხვებს თქვენი ნიჭის შესახებ, რათა მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან იპოვოთ ახალი თანამოაზრეები და პარტნიორები.
ტყუპი
მოვლენებსა და საქმეებში დილიდან იქნებით ჩაფლული. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოგვარებას, ზედმეტი დატვირთვა ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება, მით უმეტეს, რომ ყველა პრობლემას მარტო ვერ მოაგვარებთ. დახმარება სთხოვეთ კოლეგებს ან ახლობლებს. ეს გაადვილებს შეცდომების თავიდან აცილებას.
კირჩხიბი
თქვენი შინაგანი ხმა დღეს საუკეთესო მრჩეველი იქნება, ის მოგცემთ მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში და რა შეიძლება გადადოთ. იყავით მიზანსწარფული, მაგრამ ნუ მოაქცევთ ზეწოლას მოწინააღმდეგეებზე, რათა არ მიიღოთ საპირისპირო შედეგი.
ლომი
ნუ ეცდებით საქმეების დაჩქარებას. შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ ან არასწორი მიმართულებით გადახვიდეთ. თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება წარმოიშვას ახალი პრობლემები, რომლებიც ასევე დროულად უნდა მოგვარდეს. დღეს შეიძლება მიიღონ ბონუსი ან შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ.
ქალწული
გაიცანით და შეხვდით საინტერესო ადამიანებს. თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები და განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობები გაიხსნება. სამსახურში შეიძლება შეიქმნას რთული სიტუაციები, რომლებიც განწყობას გაგიფუჭებთ. გამოთვალეთ თქვენი ძალა და თავიდან აიცილეთ ზედმეტი დატვირთვა.
სასწორი
გადააქციეთ საქმიანი კომუნიკაცია მეგობრულში და სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ. სასარგებლოა იმ იდეებისა და გეგმების ჩაწერა, რომლებიც თავში მოგივიდათ, რათა შემდგომში შეძლოთ მათი განხორციელება. ამან შეიძლება გამოიწვიოს შემოსავლის ზრდა მომავალში. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი აზრი კამათში.
მორიელი
კარგი დღეა, როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე პირად ურთიერთობებში. გამოიჩინეთ ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც ხდება თქვენ გარშემო, იყავით აქტიური. სასიყვარულო ურთიერთობაში ჰარმონია დაისადგურებს. საყვარელ ადამიანთან საუბარი დაგამშვიდებთ.
მშვილდოსანი
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ხართ სამუშაო საკითხების მოგვარებით, შეეცადეთ გამონახოთ დრო თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე, იზრუნეთ მასზე.
თხის რქა
თუ გინდოდათ დასვენება და განტვირთვა, დღეს საუკეთესო დღეა ამისთვის. თუმცა, უყურეთ რამდენ დროსა და ფულს ხარჯავთ და სისულელეს ნუ გააკეთებთ. შეეცადეთ იმუშაოთ პროდუქტიულად, უფროსობა დააფასებს თქვენს შრომას და მიიღებთ დაწინაურებას. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში.
მერწყული
გეგმები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს სხვების გავლენით. ეცადეთ, დაგეგმილი სამუშაო დროულად შეასრულოთ. მონიშნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეისთვის და ყურადღება გაამახვილეთ მათზე. ბევრი მოგცემთ რჩევას, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ.
თევზები
შემოქმედებითად მიუდექით პრობლემებს, გამოიჩინეთ გამომგონებლობა და ფანტაზია: დღეს ეს საშუალებას მოგცემთ გადადგათ ნაბიჯი დაწინაურებისკენ, საქმეების გაუმჯობესებისკენ, აიყვანოთ ურთიერთობა ახალ დონეზე. საღამო საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე, რაც მალე წარმატებამდე მიგვიყვანთ.