კურო
რუტინული საქმეების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ. შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნება, შეხედულებები, გეგმები... მეტი დრო დაუთმეთ უქმეებისთვის მომზადებას.
ტყუპი
დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მეტი ყურადღება გმართებთ კარიერული და ფინანსური საკითხებისადმი. საღამოს თქვენს ხასიათში მოიმატებს ავანტიურიზმი.
კირჩხიბი
დილით ვარჯიში ენერგიას მოგიმატებთ და საქმეებისა და ვალდებულებების შესრულებაში დაგეხმარებათ. შეიძლება ცვლილებები შეიტანოთ გარეგნობაში, ბინის მოწყობაში. ჩამოწერეთ უქმეების გეგმა.
ლომი
დილა სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შეიძლება შეგეცვალოთ ურთიერთობის წრე, გემოვნება. საღამოს არ გამოაკლდეთ წვეულებას, ოჯახურ დღესასწაულს ან კონცერტს.
ქალწული
მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საღამოს მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი, მეტი ექსტრავაგანტურობა ქცევაში.
სასწორი
რუტინული საქმეების მოგვარებას დილიდან დაიწყეთ. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდნენ. საღამოს არაფერი დაგეგმოთ, შიეძლება მკვეთრად შეგეცვალოთ გეგმები.
მორიელი
გარშემო მყოფებს ადვილად აიყოლიებთ, თუ კარგად ჩამოყალიბებულ გეგმას გააცნობთ. საღამოს შეიძლება სასიყვარულო ან ფინანსური ინტრიგის გმირი აღმოჩნდეთ.
მშვილდოსანი
თამამი და ენთუზიაზმით აღსავსე ხართ. არ გაგიჭირდებათ ავანტიურასა და ინტრიგებში თავით გადაშვება. შეიძლება სარისკო საქმიანობაშიც აღმოჩნდეთ.
თხის რქა
სასიამოვნო სიახლეების დღე გელით. შანსი მოგეცემათ კარდინალურად შეცვალოთ ის სფერო, რომელიც არ გაკმაყოფილებთ. საღამოს თავგადასავლებისთვის მოემზადეთ.
მერწყული
მკაცრი კონტროლოს (ოფისი, სახელმწიფო დაწესებულება, საავადმყოფო) ქვეშაც კი შეძლებთ საკუთარი სურვილების ასრულებას. საღამოს გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასიყვარულო ურთიერთობა.
თევზები
შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო და ფინანსური სფეროები. მცირე რისკი დასაშვებია, მაგრამ გახსოვდეთ, სიფრთხილეს "თავი არ სტკივა".