კურო
დილა თავისუფლად მოქმედების საშუალება მოგეცემათ. სასურველია, დაუბრუნდეთ დაწყებულ საქმეებს. მეტი ყურადღება მართებთ მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა.
ტყუპი
ნუ ეცდებით ყველა პრობლემის სწრაფად და ერთდროულად მოგვარებას. საღამოსკენ მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა. მეტი მზრუნველობა და მოთმინება გმართებთ საყვარელი ადამიანისადმი.
კირჩხიბი
ნუ იჩქარებთ ახალი საქმეების დაწყებას. ჯერ მიმდინარე საკითხებში გაერკვიეთ. მოერიდეთ უსიამოვნების გამწვავებას გარშემო მყოფებთან. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ფირმის რეგისტრაცია.
ლომი
ყოველდღიური, რუტინული საქმეები მოაგვარეთ. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. მოიმატებს კომუნიკაციის სურვილი, ცნობისმოყვარეობა. სიფრთხილე გმართებთ უცნობ ადამიანებთან. განსაკუთრებით, მგზავრობისას.
ქალწული
კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად. ახალი პროგრამების ასათვისებლად. ზოგიერთს ახალი თანამოაზრეები გაუჩნდება. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. შეფერხებაა მოსალოდნელი ფულის მიღებისას.
სასწორი
სიახლეები და ცვლილებები დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. განსხვავებული შეხედულებების გამო მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური და ტექნიკური საკითხების მოგვარებას.
მორიელი
კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღების დღეა. სიახლეებია მოსალოდნელი მგზავრობასთან, სწავლასთან, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. იდეები და გეგმები არავის გაანდოთ; მხოლოდ ავტორიტეტებს.
მშვილდოსანი
თქვენმა შემოთავაზებებმა შეიძლება არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვიოს. ახლობლებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. გამონახეთ დრო მეგობრული შეხვედრისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, საქმიანი შეხვედრები. არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ნუ განაწყენდებით, თუ გადაიდება შეკვეთა, პაემანი.
მერწყული
მოულოდნელობებისა და სიახლეების დღეა. შეიძლება წერილი მიიღოთ უცხოეთიდან ან თავად გადაწყვიტოთ სხვისთვის მიწერა. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას ურთიერთობის გაწყვეტაზე, მაგრამ ნურც სამაგიეროს გადახდაზე იფიქრებთ. სხვა დღისთვის გადადეთ მოგზაურობის, ახალი საქმის, სწავლის დაწყება.
თევზები
დაკვირვებულად იმოქმედეთ. აჩქარებისას შეიძლება გააფუჭოთ ურთიერთობა მეგობრებთან, ხელი მოაწეროთ ყალბ დოკუმენტებს. თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, ნუ დაგეგმავთ შეხვედრებს, სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საყიდლებიც კი.