იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
როგორია 23 იანვარს დაბადებული ადამიანი
23 იანვარს დაბადებული ადამიანები თანდაყოლილი ინტელექტითა და გასაოცარი გონიერებით არიან გამორჩეულნი. მათ უმრავლესობას ძალზე მაღალი მორალურ-ზნეობრივი პრინციპები გააჩნია და ისინი ხშირად ხდებიან მიბაძვის ობიექტი საზოგადოებაში. თუმცა, თვისება, ზედმეტად ჩაეფლონ საქმეებსა და თვითგანვითარებაში ხშირად ხდება მათთვის, საზოგადოებისგან გამიჯვნის მიზეზი.