23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:23-ზე, მთვარე სასწორში იქნება 09:52-დან

ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.

ვერძი

წინააღმდეგობებისა და ილუზიების დღეა... არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. კარგად დაფიქრდით საქმიანი წინადადებების მიღებამდე.

კურო

წადით სტუმრად, გასართობ ღონისძიებაზე ან უბრალოდ სახლში დაისვენეთ. მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ. ჯობია დაისვენოთ და მოიმატოთ ძალა მომავალ სამუშაო კვირისთვის.

ტყუპი

ყურადღება მიაქციეთ როგორ გრძნობთ თავს. მოუსმინეთ საკუთარ თავს და ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, თუ უსიამოვნების უმნიშვნელო ნიშნებსაც კი აღმოაჩენთ.

კირჩხიბი

დღე ხელსაყრელია რომანტიკული თავგადასავლებისთვის. წადით პაემანზე და თუ გყავთ სასიყვარულო პარტნიორი მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი. ასევე კარგი დღეა ტურისტული მოგზაურობისა და ექსკურსიებისთვის.

ლომი

გილოცავთ, დღეს მზე თქვენს ნიშანში გადმოვა. თანადათან იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად გამოვლენა, იმიჯის შეცვლა, მაგრამ ეცადეთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე გაეცნოთ ასტროლოგიური მოვლენებს.

ქალწული

არ არის გამორიცხული, დაგავიწყდეთ კომუნალურების გადახდა ან სესხის დაფარვა. ასევე შეადგინეთ ხარჯების სია უახლოეს მომავალში - დაუგეგმავმა და დაუფიქრებელმა ხარჯებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფინანსური სირთულეები.

სასწორი

დღეს ვიღაც შეეცდება გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებებზე, არგუმენტების გამოყენებით, რომელიც ერთი შეხედვით დამაჯერებლად გამოიყურება. გააკეთეთ ისე, როგორც გინდოდათ.

მორიელი

შემდეგი კვირა დატვირთული იქნება. ამიტომ ჯობია, დღეს დაისვენოთ, ენერგია აღიდგინოთ. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.

მშვილდოსანი

კვირას შეეცადეთ არ დაიტვირთოთ საქმით, ჯობია დაისვენოთ. შეხვდით მეგობრებს, დაესწარით მხიარულ და კულტურულ ღონისძიებებს. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს.

თხის რქა

გაატარეთ დღე ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად, მაგრამ ნუ იჯდებით ოთხ კედელში. წადით ბუნებაში, ტყეში ან სანაპიროზე, გაისეირნეთ პარკში. ხოლო თუ დღეს მუშაობთ, ეცადეთ გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად აუცილებელია.

მერწყული

დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით. თუ შესაძლებელია, აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილი სიამოვნება მოაქვს: იარეთ, გაერთეთ, დაისვენეთ ჰამაკში საყვარელ წიგნთან ერთად, წადით სტუმრად... არჩევანი თქვენზეა, მთავარია, ერთი დღით მაინც დაისვენოთ რუტინისა და პრობლემებისგან.

თევზები

გაატარეთ დასვენების დღე ოჯახთან ერთად, ეწვიეთ ხანდაზმულ ნათესავებს, შეხვდით მეგობრებს. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად; მიუბრუნდით გადადებულ პროექტებსაც.