23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მომავალში დაშვებული შეცდომების გამოსწორებამ რომ არ მოგიწიოთ, დღეს არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. მაქსიმალურად ყურადღებით და აკურატულად უნდა იმოქმედოთ.

ტყუპი

ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა არც გული ატკინოს ვინმეს და არც უსიამოვნებაში გაგხვიოთ. აგრეთვე, ნუ ჩაერევით კამათში, არ დაიჭიროთ არც ერთი მოკამათის მხარე.

კირჩხიბი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა თანამოაზრეებთან ერთად ახალი საქმეების დასახვისა და განხილვისთვის.

ლომი

არავინ ჩაახედოთ საკუთარ საქმეებში; ნუ გათქვამთ იდეებს. ჯერ თავად გაერკვიეთ რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ საწადელს. გარშემო მყოფების მიმართ მეტი პატივისცემა გმართებთ.

ქალწული

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და ეცადეთ გარშემო მყოფთა აგრესიას მშვიდად შეხვდეთ. დღეს ზოგიერთმა შეიძლება დახმარებაზე გითხრათ უარი ან გაწყვიტონ თქვენთან კავშირი.

სასწორი

დღეს უამრავი საკითხი გექნებათ მოსაგვარებელი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საქმეს ბოლო არ უჩანს, მაგრამ თუ გარეშე ფაქტორებზე არ მოცდებით და ყურადღებით იმუშავებთ, ყველაფერს მოაგვარებთ.

მორიელი

დღეს მიხვდებით, რომ თქვენი ოცნებები სავსებით რეალურია და მათი მოგვარება არ გაგიჭირდებათ. საქმეების პარალელურად ნურც საოჯახო საქმეებს დაივიწყებთ.

მშვილდოსანი

დაძაბული დღე გელით, - მოსალოდნელია შემოწმება, გამოცდა. რთულ მომენტში გვერდით ისეთი ახლობელი იყოლიეთ, ვინც გაგამხნევებთ და რჩევებსაც მოგცემთ.

თხის რქა

დღეს გარშემო მყოფთა საქმეების გამო შეიძლება საკუთარ იდეებზე, გეგმებზე მოგიწიოთ უარის თქმამ. ეცადეთ, სხვისი საქმეც ისე გააკეთოთ, როგორც საკუთარს გააკეთებდით.

მერწყული

თუ თავს გარიყულად, მოწყენილად გრძნობთ, საქმეების დასრულების შემდეგ შეხვდით მეგობრებსა და იმხიარულეთ. უმჯობესია, ისინი შინ მიიპატიჟოთ.

თევზები

რთულ და სერიოზულ საქმეებს მარტო ნუ შეეჭიდებით. გვერდით ერთგული ადამიანი იყოლიეთ. უმჯობესია, ახალი საქმის დაწყებამდე ჯერ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით