23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ახალი იდეების განხორციელებისთვის კარგი დღეა, თუ არ დაძაბავთ და მხიარულად წარმართავთ სიტუაციას. აგრეთვე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და საქმიანი შეხვედრებისთვის.

ტყუპი

ნუ დაძაბავთ და უფრო მეტიც, ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში ახლობლებთან. მარტოხელა ტყუპს დიდი შანსი აქვს დღეს საინტერესო პიროვნებას შეხვდეს.

კირჩხიბი

იღბალი გაძლევთ შანსს შეურიგდეთ გაბუტულ მეგობრებს, გაიუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

ლომი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც სამსახურის საქმეების მოგვარებასაც შეგაძლებინებთ და საოჯახოებისაც. დროდადრო შეჩერდით, დაფიქრდით, თქვენ მიერ გაკეთებული საქმე რა სიკეთეს მოგიტანთ თქვენ და თქვენს ახლობლებს.

ქალწული

მშვენივრად შეძლებთ სასარგებლო და სასიამოვნო საქმეების ერთმანეთთან შეთავსებას და საქმეების მიუხედავად, დაღლასაც ვერ იგრძნობთ.

სასწორი

დღეს რასაც ნახავთ, გჭირდებათ თუ არ გჭირდებათ, ყველაფრის შეძენა მოგინდებათ. უმჯობესია, ფული უფრო სასარგებლო საქმეს მოახმაროთ. ამასთანავე, აკონტროლოთ ხარჯი და შემოსავალი.

მორიელი

დღეს საკუთარი საქმეები გვერდზე უნდა გადადოთ და მთელი დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. დაეხმარეთ მას პრობლემებისა და საქმეების მოგვარებაში. გაამხნევეთ და გაამხიარულეთ.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია უფროსის რისხვა, ან საყვედული ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანისგან. ამიტომ, უმჯობესია, "თავით გადაეშვათ" ან სამუშაოში ან ჰობიში.

თხის რქა

ვინც არ უნდა აგაჩქაროთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. განსაკუთრებით, თუ საქმე ფულის დაბანდებას ეხება.

მერწყული

თუ არ გსურთ მოტყუები დარჩეთ, არავის გაუმხლოთ საკუთარი იდეები. უფრო მეტიც, არავის ენდოთ სიტყვაზე. გადამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია.

თევზები

მხოლოდ თავად შეძლებთ ყველა საქმის მოგვარებას; არც გარშემო მყოფთა დარწმუნება გაგიჭირდებათ. მთავარია, იუმორით შეხვდეთ წინააღმდეგობებს და ფილოსოფიურად იმსჯელოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით