სამშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:02-ზე, მთვარე კირჩხიბშია
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. დილით ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
ვერძი
საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ, რაც ბევრ კარგ შესაძლებლობას მოგიტანთ. თუმცა, ეს არ იქნება უპრობლემოდ, ამიტომ მნიშვნელოვანია გონებრივად და ფიზიკურად მომზადება. თუმცა დღე მაინც სასიამოვნო იქნება. საღამოს რეკომენდებულია დასვენება და ენერგიის აღდგენა.
კურო
ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. გაგიჩნდებათ ადამიანების დახმარების სურვილი. ნებისმიერი შეხვედრა, მოლაპარაკება და საზოგადოებაში გამოსვლა წარმატებული იქნება. ბავშვებთან კომუნიკაციცამ ბევრ სიხარულს მოგიტნათ.
ტყუპი
დღეს რთული სიტუაციები იქნება, მაგრამ საუკეთესო გამოსავლის პოვნას შეძლებთ. ამაში დაგეხმარებათ თანდაყოლილი გამომგონებლობა და შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ამ პერიოდში იმატებს. გარდა ამისა, გაიზრდება სხვებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობაც და უმჯობესია გამოიყენოთ იგი საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად.
კირჩხიბი
კარგი დღეა ნებისმიერი იდეის განსახორციელებლად. დღეს განსაკუთრებული სიზუსტით, წინდახედულებითა და პუნქტუალურობით გამოირჩევით. დაგეგმეთ ვიზიტი სამთავრობო ორგანიზაციაში; უფროსთან - მიმდინარე პროექტების განსახილველად.
ლომი
შეგიძლიათ განახლებული ენერგიით დაუბრუნდეთ საქმეებს. ნებისმიერი ცვლილება კარიერაში ან პროფესიაში წარმატებულია. ბევრი კომუნიკაცია იქნება, მაგრამ ნებისმიერი საუბარი პროდუქტიული აღმოჩნდება და საინტერესო ახალ იდეებსაც მოგიტანთ.
ქალწული
კარგი დღეა შეხვედრების, გამოსვლებისა და მოლაპარაკებებისთვის, ასევე თანამოაზრეთა გუნდთან კომუნიკაციისთვის. იმოქმედეთ შეთანხმებულად. შეძლებთ იოლად დაარწმუნოთ მოწინააღმდეგეები, რითაც კიდევ უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ.
სასწორი
სამსახურში გამოიჩინეთ მაქსიმალურ წინდახედულობა და გონიერება. ნებისმიერი სირთულე სწრაფად მოგვარდება კოლეგების დახმარებით. თუმცა, ოჯახი და საშინაო საქმეები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება დღეს. აუცილებლად შეეხმიანეთ მშობლებს ან ბებია-ბაბუას ეს გააძლიერებს ურთიერთობებს და გაგიუმჯობესებთ განწყობას.
მორიელი
დღეს მხიარული და ენერგიული ხართ და მაქსიმალურად მოწესრიგებულები - სამუშაოდ. ნებისმიერ პრობლემას იოლად გადაჭრით. გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი და შეიძლება მიიღოთ შემოთავაზება, რაც მომავალშიც მოგიტანთ ფულს.
მშვილდოსანი
დღეს მუშაობაზე წინ პირად გრძნობებს დააყენებთ. მეტად რომანტიკული გახდებით. მარტოხელებს გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა. დაწყვეულებულებმა მეტი დრო გაატარეთ მეორე ნახევრის და საერთო მეგობრების გარემოცვაში.
თხის რქა
მშვიდი და კონცენტრირებული ხართ. ახერხებთ მაქსიმუმის მიღებას. ახლობლებს შესაძლოა დახმარება დასჭირდეთ და უარი არ უთხრათ. იყავით დაკვირვებული საქმიანი შეხვედრების დროს.
მერწყული
ეს დღე კარგია სწავლისა და ახალი გამოცდილების მისაღებად. საქმიან ვიზიტებს ან უბრალოდ შეხვედრას შეუძლია ბევრი სარგებელი მოგიტანოთ. ასევე კარგია ახალგაცნობილებთან ურთიერთობა. მათზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ.
თევზები
დღეს სამუშაოდ ვერ მოიცლით, რადგან ოჯახს განსაკუთრებული ყურადღება დასჭირდება. ეცადეთ, დრო ისე გადაანაწილოთ, რომ არ არც კარიერაში გქონდეთ შეფერხება და არც ახლობლები დატოვოთ უყურადღებოდ.