ავტორი:

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 08:32-ზე, მთვარე მორიელშია

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.

ვერძი: არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, გაგიუმჯობესდებათ გაწყობა.

კურო: დაისვენეთ და გამოიძინეთ. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.

ტყუპი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, იყავით ღიმილიანი.

კირჩხიბი: დატკბით დასვენებით, ოჯახის წევრებთან ურთიერთობით. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.

ლომი: დასვენების და გამოძინების დღეა. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას, უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან.

ქალწული: დღეს არ უნდა იმუშაოთ, არ დაიტვირთოთ რთული ვალებულებებით. გაატარეთ დღევანდელი დღე სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.

სასწორი: შეხვდით მეგობრებს, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან კამათს.

მორიელი: მეტი კომფორტი შეუქმენით საკუთარ თავს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი: დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, არ გირჩევთ კუჭის გადატვირთვას.

თხის რქა: დღეს შეამცირეთ დატვირთვა, მოგინდებათ მეტად განმარტოება, სიმშვიდე. მოერიდეთ უცხო გარემოში ყოფნას.

მერწყული: დასვენების და გამოძინების დღე გელოდებათ, ოჯახის წევრები მზრუნველობით გაგანებივრებენ.

თევზები: პოზიტიური და სასიამოვნო დღე შეიქმენით. გაინებივრეთ თავი გემრიელობით, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით.