ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე ვერძშია
დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. ამ დღის რთული ორგანოა თავი. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
ვერძი
იღბლიანი დღე გელოდებათ, გაგიმართლებთ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. დღის კარგად გააზრებული გეგმა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები და შეფერხებები.
კურო
უფრო ფრთხილად იყავით ფინანსებთან დაკავშირებით, ხშირად არ გახსნათ საფულე. არსებობს დიდი თანხის დახარჯვის შანსი იდეები, რომელთა განხორციელებაც გსურთ, ჯერ კიდევ უნდა განვითარდეს.
ტყუპი
ასრულეთ პატარა სურვილი ან იყიდეთ პატარა საჩუქარი საკუთარი თავისთვის. მოუსმინეთ რას ამბობენ სხვები თქვენზე. ზოგიერთმა კომენტარმა ან ავტორიტეტულმა აზრმა შეიძლება გაიძულოთ, რომ იმუშაოთ უფრო ეფექტურად.
კირჩხიბი
არ უნდა გაწიროთ ყველაფერი თქვენი მიზნისთვის. კირჩხიბებს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. საყვარელი ადამიანების რჩევები დღეს გამოგადგებათ, ნუ მოგერიდებათ სთხოვოთ მათ დახმარება.
ლომი
დიდი დრო უნდა დაუთმოთ წარსული საკითხების გადაწყვეტას. გამოიჩინეთ ინიციატივა პირად ურთიერთობებში, მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი და საყვარელ ადამიანს მოუყევით თქვენი გრძნობების შესახებ.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, საბოლოოდ მოაგვაროთ ძველი პრობლემები და აღარ დაუბრუნდეთ მათ. არსებობს შანსი, რომ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ და დაუშვათ შეცდომა. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული.
სასწორი
წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად წავა. დაიწყეთ რთული პროექტი, რომლის განხორციელებაზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
მორიელი
დღეს რთული და ემოციურად არასტაბილური დღე იქნება. თქვენი განწყობა სწრაფად იცვლება და ბევრი საკითხი ჩვეულებრივზე ნელა გადაწყდება. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები. ხარჯებთან მიმართებაშიც უფრო ფრთხილად იყავით.
მშვილდოსანი
დღეს მცირე პრობლემებიც კი ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მოგეჩვენებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უფრო ეკონომიური. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
თხის რქა
გაფრთხილდით, რომ უყურადღებობის ან აჩქარების გამო სერიოზული შეცდომა არ დაუშვათ. არ აიღოთ დამატებითი პასუხისმგებლობა ან სამუშაო. სჯობს გაატაროთ დღე მშვიდ გარემოში, აღიდგინეთ სიმშვიდე.
მერწყული
შესაფერისი დღეა დიდი ხნის დაგეგმილი იდეების განსახორციელებლად. სასურველის მიღწევაში ძალიან დაგეხმარებათ საყვარელი ადამიანების დახმარება ან რჩევა. ფული ზომიერად ხარჯეთ.
თევზები
გაძლიერებულია ემოციური ფონი. გარშემო მყოფები გაღიზიანებენ და უნებლიე შენიშვნამ შეიძლება ნერვები მოგიშალოთ. თუ შესაძლებელია, დღეს შეზღუდეთ კონტაქტები და მეტი დრო დაუთმეთ პირად საქმეებს.