კურო
გახსოვდეთ, რომ ტკბილი სიტყვითა და კარგი მოქცევით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე შეუპოვრობით. ეს პირველ რიგში პირად ცხოვრებას ეხება. დღეს განსაკუთრებული დღეა და თავად შეგიძლიათ სასწაულების მოხდენა.
ტყუპი
თუ დილიდან ცუდ ხასიათზე გაგეღვიძათ, ეს არ გაძლევთ უფლებას ყველას გაუფუჭოთ განწყობა. აკონტროლეთ ემოციები და ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.
კირჩხიბი
დღეს ყველას კეთილგანწყობას დაიმსახურებთ და მოიგებთ იმ ადამიანის გულს, ვის მიმართაც გულგრილი არ ხართ.
ლომი
ნუ ეცდებით ყველას ეუფროსოთ, ჭკუა დაარიგოთ და ასწავლოთ, როგორ იცხოვრონ. რჩევისთვის როცა მოგმართავენ, მაშინაც დელიკატურად მიახვედრეთ შეცდომებზე.
ქალწული
დღეს უჩვეულო მოვლენებთან გექნებათ შეხება. ისეთ საქმეს დაგავალებენ, სადაც ლოგიკის გამოყენება მოგიწევთ და კიდევ ერთი თვისების, რომელიც მხოლოდ თქვენ გაქვთ – დაინახოთ ის, რისი დანახვაც სხვებს არ შეუძლიათ.
სასწორი
დღეს მოვლენები ისე განვითარდება, რომ დაფიქრდებით, ღირს კი იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, ვისაც ხვდებით, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.
მორიელი
შიშისა და ორჭოფობის მიუხედავად მაინც მოგიწევთ ზოგიერთი საქმიანობის შესრულება. თუმცა, ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. გახსოვდეთ, შამპანურს ის კი არ სვამს ვინც რისკავს. არამედ ის, ვინც გონივრულ სვლებს აკეთებს.
მშვილდოსანი
ნუ აჰყვებით მეგობრებს და ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმიანობაში, სადაც ფულის დაბანდებას ან მომენტალურ გამდიდრებას გპირდებიან. გარისკვამდე რჩევა მცოდნე ადამიანებს ჰკითხეთ.
თხის რქა
დღეს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის, პრობლემების მოგვარების შანსი მოგეცემათ. ყურადღებით იყავით და დაკვირვებულად იმოქმედეთ.
მერწყული
ყველა საქმის ერთდროულად წამოწყება დიდ უსიამოვნებაში გაგხვევთ. ჯერ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში გაერკვიეთ და მერე შეუდექით მოქმედებას.
თევზები
თუ წარსულში ვინმეს აწყენინეთ ან განაწყენდით მასზე, დღეს კარგი დღეა შესარიგებლად. აგრეთვე, მეგობრებისა და ნათესავების მოსაკითხავად.