ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე მერწყულშია
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. ამ დღეს მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. ამ დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობას და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას, ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. ამ დღეს ატკივებული ძვლები, მკერდი ადამიანის შინაგან პრობლემებზე მიუთითებს.
ვერძი
კარგი შედეგების მისაღწევად, მოგიწევთ კოლეგებთან მეტი თანამშრომლობა. ასევე მოგიწევთ ფინანსური პრობლემების მოგვარება და დამატებითი შემოსავლის წყაროების ძიება. თქვენთვის გაკეთებული შემოთავაზებები შესამოწმებელია და განსახილველი, ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას.
კურო
არ მისცეთ უფლება თქვენს გრძნობებს გააკონტროლონ თქვენი ქმედებები. აკვიატებულობამ შეიძლება შეგიქმნათ უხერხული სიტუაცია. იყავით ყურადღებიანი და მეგობრული, მაგრამ პატივი ეცით სხვა ადამიანების პირად სივრცეს. არ უნდა იყოთ ძალიან პირდაპირი და გულწრფელი.
ტყუპი
საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. უნდა მოაგვაროთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი და მონაწილეობა მიიღოთ მოლაპარაკებებში. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. სერიოზულად მოეკიდეთ თქვენს პასუხებს და ქმედებებს.
კირჩხიბი
დღეს რომანტიკულ ხასიათზე იქნებით, საყვარელ ადამიანთან მეტი დროის გატარება გსურთ. საღამოს მოაწყვეთ პაემანი, მოუმზადეთ სიურპრიზი. უმჯობესია 23 ოქტომბერს არ აწარმოოთ საქმიანი მოლაპარაკებები ან დისკუსიები, შეთანხმებას ვერ მიაღწევთ.
ლომი
ოჯახური პრობლემები და საყვარელი ადამიანები უნდა გახდნენ თქვენთვის მნიშვნელოვანი. დაუთმეთ დრო საერთო გეგმების განხილვას და მათ მხარდაჭერას რთულ სიტუაციებში. გარშემო მყოფები ხშირად გაგიპროტესტებენ და კამათში ჩაერთვებიან: შეეცადეთ განიმუხტოთ დაძაბულობა, ეძებოთ კომპრომისები.
ქალწული
ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში იქნება პოზიტიური და გაგიუმჯობესებთ საქმიან განწყობას. შესაძლებელია, რომ რაღაც კავშირები ან ურთიერთობები წარსულიდან კვლავ გამოჩნდეს ჰორიზონტზე. ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაუბრუნდეთ იმას, რაც უსიამოვნოდ გახსენდებათ და ენერგია მომავალ საინტერესო მოვლენებზე მიმართოთ.
სასწორი
დღეს სიურპრიზებისთვის მოემზადეთ. უარს ნუ იტყვით სხვის დახმარებაზე. უმჯობესია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება: თქვენი ინტუიცია დღეს მაღალ დონეზეა. თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა უფრო ეფექტური იქნება.
მორიელი
გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანში გადმოვიდა, ენერგიის მომატებასაც იგრძნობთ და საქმიანი და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებასაც შეძლებთ. ეცადეთ, იმოქმედოთ და მიიღოთ გადაწყვეტილებები რაციონალურად, ლოგიკაზე დაყრდნობით. სხვების რჩევებმა შეიძლება დაგაბნიოთ, უმჯობესია გამოიყენოთ საკუთარი. საღამოს მოულოდნელი სასიხარულო ამბავი განწყობას აგიმაღლებთ.
მშვილდოსანი
დღეს მომატებულია მგრძნობელობა. ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, ესაუბრეთ ადამიანს, მიეცით საშუალება ახსნას. დაუფიქრებლად ნუ ენდობით ახალ ნაცნობებს, ჯერ შეეცადეთ გაიგოთ მათი ნამდვილი განზრახვები და უკეთ გაიცნოთ ისინი.
თხის რქა
ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა და საქმეებში მონაწილეობა სჭირდებათ. დაეხმარეთ მათ პრობლემების გადაჭრაში. ეცადეთ იყოთ მშვიდად, არ იჩქაროთ, ნუ ნერვიულობთ და შფოთავთ სამსახურში. საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია გაგახარებთ.
მერწყული
რთული თუ უსიამოვნო საკითხების მოგვარება იოლი არ იქნება. არ შეგეშინდეთ აიღოთ ის, რაც ადრე იყო გადადებული, წარმატებას მიაღწევთ. საოჯახო საქმეები დაგეხმარებათ მოდუნებაში და სიმშვიდის აღდგენაში, მაგრამ შესაძლოა გაუგებრობა მოხდეს საყვარელ ადამიანებთან.
თევზები
საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. მოგიწევთ ინტენსიური ტემპით მუშაობა და მრავალი რთული საკითხის გადაჭრა. დაფიქრდით თქვენს უახლოეს გეგმებზე, განსაზღვრეთ თქვენი მთავარი მიზნები, შემდეგ გაგიადვილდებათ წინსვლა. ოჯახი მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებათ ნებისმიერ სიტუაციაში.