კურო
დღეს სტაბილურობისკენ უნდა იბრძოლოთ. არაორგანიზებულობა და ჭირვეულობა სიკეთეს ვერ მოგიტანთ. შეიძლება პროფესიულ სფეროში კონსულტაციის მიღება დაგჭირდეთ. პატივი ეცით პარტნიორის მოსაზრებებს.
ტყუპი
წარსულში დაბრუნების, სიტუაციის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება ცუდად შესრულებული საქმის გამოსწორება, ვალების დაბრუნება, თქვენზე განაწყენებული ადამიანის შემორიგება მოგინდეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
კირჩხიბი
ცნობისმოყვარე ხართ, მაგრამ თავად თქვენი ცხოვრება სხვებისთვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს. განწყობის ცვლილება, გადაადგილება და ქაოსური აზრების დღეა. ჩაიწერეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა, საქმე და ფრაზაც კი.
ლომი
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, მიმოიხედეთ, გარშემო ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება. ახალი ინფორმაციის მიღების, თანამოაზრეებთან განხილვების დღეა.
ქალწული
აქტიური ხარ, მაგრამ იმდენი საქმე დაგიგროვდათ, არ იცით საიდან დაიწყოთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ. შეიძლება წარსულში ჩადენილი შეცდომების გამოსწორება მოგინდეთ.
სასწორი
დღეს ყველაფერში პოზიტივს ხედავთ. გააქტიურდებიან უცხოელი პარტნიორები. შეიძლება საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა შემოგთავაზონ. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური და პროფესიული საკითხების მოგვარებას.
მორიელი
ცეცხლს ნუ ეთამაშებით. ეცადეთ, არ დაარღვიოთ კანონი და საზოგადოებაში მიღებული წესები. გარშემო მყოფები მიმართ იყავით ზრდილობიანი და ღიმილიანი.
მშვილდოსანი
ნუ ჩავარდებით პანიკაში თუ თქვენი მოსაზრება და გემოვნება სხვისას არ ემთხვევა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით დიპლომატიური საქმიანი შეხვედრებისას.
თხის რქა
დღეს ყველას ტოტალური კონტროლი არ გამოგივათ. მუშაობისას დააკვირდით წვრილმანებს და მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ხშირად შეიცვალეთ გარემო, ინტერესის სფერო. ხშირად გაანიავეთ ოთახი ან ძილის წინ გაისეირნეთ.
მერწყული
დღეს თავისუფალი გრაფიკით გსურთ მუშაობა და არაფორმალური სიტუაციაში საქმიანი დიალოგის წარმართვა. გადახედეთ წარსულს და გამოასწორეთ საქმეები, ურთიერთობებში დაშვებული შეცდომები. მეტი დრო დაუთმეთ შვილების აღზრდასა და განათლებას.
თევზები
მოერიდეთ მკვეთრ ცვლილებებს ურთიერთობებშიც და საქმეებშიც. შეიძლება მოგიწიოთ ალტერნატივის განხილვამ. ნიღბებისა და როლების ცვლილებამ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ მგზავრობას და რემონტის დაწყებას.