კურო
მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. შეცდომის თავიდან ასაცილებლად, რჩევა თქვენთვის ავტორიტეტულ ადამიანს ჰკითხეთ.
ტყუპი
დაიცავით საკუთარი უფლებები, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტებს. ნუ წამოეგებით პროვოკაციას.
კირჩხიბი
საყვარელი ადამიანი საჩუქარს ან სიურპრიზს მოგიმზადებთ. თავადაც მეტი ძალისხმევა გმართებთ, რათა კიდევ უფრო გაამყაროთ თქვენი კავშირი.
ლომი
საინტერესო შეხვედრები და საუბრები გელით. ეცადეთ, გახსნილი და მხიარული განწყობა მთელი დღე შეინარჩუნოთ. საღამოს სასიყვარულო თავგადასავალი გელით.
ქალწული
კარგი დღეა ცვლილებებისთვის. აგრეთვე, საყიდლებისთვის. განაახლეთ გარდერობი ან ინტერიერს შემატეთ რაიმე. შემოქმედებით იდეები ინტუიციაზე დაყრდნობით განახორციელეთ.
სასწორი
აზარტული ხართ და ყველაფრის ერთდროულად მოპოვების სურვილი გაქვთ. ნუ გარისკავთ ფინანსურ საკითხებში. კარგი დღეა სპორტისა და ფიზიკური აქტივობისთვის.
მორიელი
ეცადეთ გარშემო მყოფების კრიტიკასა და ახლობლების სიტყვებს არ გამოეპასუხოთ, მაგრამ დაფიქრდით, გაანალიზეთ და რაც თქვენთვის მისაღებია გამოასწორეთ.
მშვილდოსანი
ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი, უყურადღებო, თორემ თაღლითების მსხვერპლი გახდებით. მოერიდეთ საეჭვო აქციებში, საქმიანობაში ჩართვას.
თხის რქა
კარგი დღეა ცვლილებებისა და არჩევანის გაკეთებისთვის. ეცადეთ, თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოთ.
მერწყული
მოერიდეთ კამათს, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ყველა უსიამოვნო სიტუაციიდან თავი იუმორით დაიძვრინეთ. ან სხვა თემაზე გადაიტანეთ საუბარი.
თევზები
საოჯახო საქმეების გამო შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას გამოაკლდეთ. რაც განწყობას გაგიფუჭებთ. ამიტომ, სხვებზე წინ საკუთარი სიამოვნება დააყენეთ.