ავტორი:

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:57-ზე, მთვარე კირჩხიბშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის; მათგან რჩევის მიღება. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.

ვერძი: უსიამოვნებების იოლად მოგვარების შესაძლებლოა მოგეცემათ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რათა არაფერი გამოგრჩეთ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, ახალი პერსპექტივები გადაგეშლებათ.

კურო: მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარების დღეა. კარგ შედეგს მოგიტანთ გონებრივი აქტიურობა, ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩართვა. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, მაგრამ ხელშეკრულებების გაფორმებას ნუ იჩქარებთ.

ტყუპი: თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება საქმეები, მოლაპარაკებები. მთავარია, არგუმენტირებულად იმოქმედოთ. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.

კირჩხიბი: რუტინული ვალდებულებები მოაგვარეთ. მიუბრუნდით გადადებულ საქმეებს. კარგი იქნება, თუ დაასრულებთ. ჩამოყალიბდით, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. რა უნდა მოიმოქმედოთ ახალმთვარეობის შემდეგ.

ლომი: გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. გახშირდება შეხვედრები და მსჯელობები. მიიღებთ პასუხებს თქვენს კითხვებზე. მეტი დრო დაუთმეთ იმ საქმიანობას, რაც ნამდვილად საინტერესოა თქვენთვის.

ქალწული: ყველა წარსულ უსიამოვნებას იუმორით შეხედავთ. გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება, რომ გაიუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა. საღამოს უმასპინძლეთ მეგობრებს.

სასწორი: შეხვედრებისა და საუბრების დღეა; დაგებადებათ ახალი იდეები. ინფორმაციების მიმართ დაკვირვებული უნდა იყოთ. მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილებები. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

მორიელი: მოლაპარაკებები საინტერესოდ და მხიარულად ჩაივლის. მეტად გამოავლინეთ დახვეწილი მანერები. გამოგიჩნდებიან ახალი თანამოაზრეები, მიიღებთ შემოთავაზებებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან.

მშვილდოსანი: მხიარულებისა და გართობის განწყობაზე ხართ. დღე სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებათ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და ზოგიერთს შეიძლება დაუმეგობრდეთ კიდეც.

თხის რქა: დააკვირდით შესრულებულ საქმეებს. მშვიდად მიიღეთ კრიტიკა ერთგული ადამიანებისგან და ეცადეთ, გამოასწოროთ. არ გირჩევთ გარისკვას, განსაკუთრებით, როცა საქმე დიდ ფულს ეხება.

მერწყული: მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რაც შეგიცვლით წარმოდგენას საქმეებზე, გარშემო მყოფებზე. არ გირჩევთ ყურადღების ცენტრში მოხვედრას. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ დაწყებული პროექტების დასრულებას.

თევზები: მოიმატებს ინტერესი საიდუმლო, მისტიკური სფეროებისდამი. ნუ დაელოდებით სხვების დახმარებას, თავადაც გაგაჩნიათ საკმარისი უნარი, რომ მოაგვაროთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. შეასრულეთ პრაქტიკული ვალდებულებები, ფანტაზიებსა და ოცნებებს საღამო დაუთმეთ