24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

განწყობა არასტაბილურია. ეცადეთ, არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან. ნუ გამოიყენებთ ახალ ინსტრუმენტებს, კოსმეტიკურ საშულებებს.

ტყუპი

სასიამოვნო ცვლილებების დღე გელით. მოულოდნელად შეიძლება საინტერესო გარემოში აღმოჩნდეთ. გაფრთხილდით, ფული არ დაკარგოთ.

კირჩხიბი

აკონტროლეთ განწყობა და ნეგატიური თვისებები. შეიძლება გაჭირვეულდნენ პატარა კირჩხიბები. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ლომი

გაგიუმჯობესდებათ განწყობა, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. მოერიდეთ ავანტიურას, საეჭვო გარიგებებს. აგრეთვე, - ურთიერთობის გარჩევას ახლობლებთან.

ქალწული

განწყობის ცვლილების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. მშვიდად შეასრულეთ დღევანდელი საქმეები. ნუ დარდობთ, ახალ გარემოს ნელ-ნელა შეეჩვევით.

სასწორი

მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. გაუფრთხილდთ სიყვარულს და ნუ აჰყვებით წუთიერ გაღიზიანებას. საღამო ერთგული მეგობრის გვერდით გაატარეთ.

მორიელი

დღეს მეტი სიფრთხილე გმართებთ, მოსალოდნელია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო უსიამოვნებები. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, სხვათა გამო ნუ დაკარგავთ დროს.

მშვილდოსანი

აზარტული ხართ და გსურთ ყველაზე ძლიერს გაეჯიბროთ. დღეს უმეტესობა შიშს დაძლევს. შეიძლება პარაშუტითაც კი გადმოხტეთ. თუმცა, გახსოვდეთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ტექნიკურ და სპორტულ საქმიანობაში.

თხის რქა

ნუ გაგიკვირდებათ, თუ გართულდება დიალოგი, საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიური საქმეების მოგვარებას.

მერწყული

გარემოს, სიტუაციის შეცვლა მოგინდებათ. სიფრთხილე გმართებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას, ტექნიკასთან და ელექტრონიკასთან. საჭესთან არ გადააჭარბოთ სიჩქარე.

თევზები

სპონტანური იმპულსის გამო შეიძლება საკუთარ თავს ზედმეტის უფლება მისცეთ, რასაც მალევე ინანებთ. აზარტი და ავანტიურიზმი საშიშია საქმეებისთვის. პატარა თევზებს საშიშ ადგილებში მარტოებს ნუ გაუშვებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით