24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სიფრთხილე გმართებთ, როგორც საქმეებში, ასევე ურთიერთობებში. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, მოლაპარაკებებს. თუ საყვარელ ადამიანთან დაშორება გადაწყვიტეთ, მაშინვე ნუ მოუძებნით შემცვლელს. ჯერ დაფიქრდით.

ტყუპი

დღეს რთულ საქმეებსაც ადვილად გაუმკლავდებით. კარგი დღეა ცვლილებებისთვის კოლექტივში. ადამიანებთან ურთიერთობისას იყავით მეტად მომთმენი, მერიდეთ ინტრიგებს. მეგობრებმა შეიძლება ახალი სამსახური შემოგთავაზონ.

კირჩხიბი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე, მგზავრობა, ვარჯიში, რემონტი ორი დღით გადადეთ. მოერიდეთ კონფლიქტებსა და ემოციების გამოვლენას. ფხიზლად იყავით რთულ სიტუაციაში მობილიზებულად იმოქმედეთ.

ლომი

სიფრთხილე მგართებთ მგზავრობისას, ელექტროსაგნებთან. მოსალოდნელია ტრავმები, სტრესი. ისეთი საქმიანობით დაკავდით, რაც ნაკლებ სარისკოა. კარგია ინტელექტუალური საქმიანობა.

ქალწული

კარგი დღეა რთული საქმეების შესასრულებლად, ახალი საქმეების განსახილველად. მოერიდეთ სარემონტო სამუშაობს, სტუმრების მიღებას. ეცადეთ, პარტნიორულ ურთიერთობაში მეტი გამჭვირვალეობა შეიტანოთ, რაც გაგიადვილებთ ურთიერთობას.

სასწორი

მოერიდეთ კონფლიქტებს. აგრესიაზე აგრესიით ნუ უპასუხებთ. გაეცალეთ რთულ სიტუაციებს. ეცადეთ, არ გასცეთ ვალები და დაპირებები. მეტი ყურადღება მიაქციეთ მიტოვებულ საქმეებს.

მორიელი

აკონტროლეთ სიტუაცია და მოერიდეთ ქაოსს ურთიერთობაში. არავის ანდოთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება; როგორც კი მოდუნდებით, მაშინვე თავს იჩენს პრობლემები. მოერიდეთ კონფლიქტებს და შეამცირეთ ინფორმაციის რაოდენობა.

მშვილდოსანი

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ბევრ სამუშაოს. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. თუ საქმე მოითხოვს, დათმობაზეც უნდა წახვიდეთ. შეამცირეთ გადაადგილება და მოერიდეთ კამათს, დისკუსიებს.

თხის რქა

ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ყველაფერს ერთდროულად ნუ წამოიწყებთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, საქმიანობის, სამსახურის შეცვლას. სასიყვარულო ურთიერთობაში მეტად გამოავლინეთ სიმშვიდე და ტაქტი.

მერწყული

მოსალოდნელია ამბები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. გადაამოწმეთ ყველა საბუთი და ინფორმაცია. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

თევზები

ნუ დაძაბავთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორთან. მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. მოერიდეთ ავანტიურას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით