ავტორი:

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ივლისი, კვირა, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:12-ზე, მთვარე ტყუპშია

ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი.

ვერძი: საყიდლების დღეა; შეიძინეთ ნატურალური პროდუქტები. ოჯახის წევრებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. კარგი იქნება, თუ ერთად დაალაგებთ სახლს, მოიცილებთ უსარგებლო ნივთებს.

კურო: სასიამოვნო შეხვედრების, ნაცნობის დღეა. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული და დაპატიჟეთ მეგობრებიც.

ტყუპი: დაისვენეთ და გამოიძინეთ. საქმეები და შეხვედრები დღეს არ დაგეგმოთ. მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. საღამოს შინ მეგობრებს უმასპინძლეთ.

კირჩხიბი შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მოიპატიჟეთ ისინი შინ და იმხიარულეთ. ზოგიერთს მოგინდებათ ბინისთვის ლამაზი ნივთების შეძენა.

ლომი: მხიარულების, სასიამოვნო საქმეების კეთების დღეა. ეცადეთ, დაუახლოვდეთ იმ ადამიანს, ვინც დიდი ხანია მოგწონთ. საღამოს მოიწყვეთ ოჯახური დღესასწაული.

ქალწული: დაისვენეთ, გამოიძინეთ. არ იჩქაროთ ახალი საქმეების დაწყება, რაღაცების შეცვლა. დაასრულოთ დაწყებულები. ფული ოჯახის წევრებთან შეთანახმებულად გადაანაწილეთ.

სასწორი: ახალგაცნობილი ადამიანი მისი ქმედებით შეაფასეთ და არა ლაპარაკით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, საყვარელი ადამიანების გვერდით.

მორიელი: დღეს უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები, მოიცილოთ უსარგებლო ნივთები. თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოგივათ, ნუ განაწყენდებით, დაფიქრდით მიზეზზე და გააუმჯობესეთ შედეგი.

მშვილდოსანი: მგზავრობა და შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ. ახლობლებთან კინკლაობას ხუმრობითაც არ გირჩევთ, დიდ უსიამოვნებაში გადაიზრდება.

თხის რქა: დღეს უნდა დაისვენოთ, სასიამოვნო ემოციებით დაიმუხტოთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

მერწყული: დაგაინტერესებთ ინტერიერის დიზაინი და თავადაც მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. იზრუნეთ ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნაზე ოჯახში.

თევზები: დასვენების, ლამაზ ადგილებში სეირნობს დღეა. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, მოუმზადეთ რომანტიკული საჩუქარი.