24 მაისი, მთვარის მეთხუთმეტე დღე

24 მაისი, მთვარის მეთხუთმეტე დღე

* კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ.

* არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ.

* აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა.

* არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.

* სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება.

* კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება.

* ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის.

* ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს. ნიჭიერი იქნება, მაგრამ სწავლა არ ეყვარება. წარუმატებლობას სიყვარულში მატერიალური და მორალური ზარალიც დაემატება.

* ამ დღეს არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.

* არ გირჩევთ თმის შეჭრას.

* ამ დღის ქვებია: აქატი და მორიონი.

სამედიცინო რეკომენდაციები

მთვარე მორიელში

* მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.

* დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.

* ამ დღეს რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.

* მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.

* მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.

* მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით