შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
ვერძი
თუ ამ ბოლო დროს იშრომეთ და მიზანმიმართულად იმუშავეთ, დამსახურებული დივიდენდების მიღებას შეძლებთ – დიდი ხნის ნანატრი აგისრულდებათ, რისი იმედიც უკვე აღარ გქონდათ.
კურო
როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, შეეცადეთ არ ინერვიულოთ: ჯერ ერთი, ნერვიულობით ვერაფერს უშველით და მეორეც, ხვალ ამას უკვე დაივიწყებთ.
ტყუპი
ყოველდღიური საზრუნავი, მათ შორის საყოფაცხოვრებო საქმეები, გვერდზე უნდა გადადოთ: დღეს ჯობია დრო ჰობის დაუთმოთ, განსაკუთრებით, ხელსაქმეს. საღამოს კი მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
კირჩხიბი
რაც უფრო ნაკლებად გაფანტავთ დროს, მით უკეთესი იქნება თქვენთვისაც და ბიზნესისთვისაც, ჭორების მოსმენამ შეიძლება დიდი ხნით წაგიხდინოთ სამუშაო განწყობა.
ლომი
ადამიანებისთვის სიკეთის კეთებისას ნუ შეგეშინდებათ გადამეტების, ჯერ ერთი, სიკეთე ბევრი არასდროსაა და მეორეც, ყველა კეთილი საქმე აუცილებლად ასჯერ დაგიბრუნდებათ უკან.
ქალწული
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას არ არის რეკომენდებული ტონის ამაღლება და, მით უმეტეს, უხეში საუბარი. ქცევის ასეთი შედეგები შეიძლება იყოს უარყოფითად აღქმული და უსიამოვნო პირადად თქვენთვის.
სასწორი
დღე, როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში ძველის განადგურება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ახლის შექმნა – მთავარია, მოგვიანებით, არ ინანოთ საკუთარი უგუნურება და აჩქარება.
მორიელი
ნეგატიური ემოციები, რომლებიც შესაძლოა დღეს დაგეუფლოთ, საშინაო საქმეებით უნდა ჩაახშოთ. რაც მეტ ძალისხმევას გამოავლენთ, მით უფრო ნაკლებად დაექვემდებარებით ცუდ განწყობას.
მშვილდოსანი
პესიმიზმისა და მელანქოლიის საუკეთესო წამალია გულწრფელი საუბარი მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან; თავად გაგიკვირდებათ, რამდენი მნიშვნელოვანი და საინტერესო რამის სწავლას შეძლებთ.
თხის რქა
ეცადეთ, თავი აარიდოთ ფინანსურ ტრანზაქციებს, დღეს უნდა დაზოგოთ თქვენი ენერგია და ამავდროულად თქვენი საფულეც.
მერწყული
აუცილებელია თვალყური ადევნოთ არა მხოლოდ თქვენს ქმედებებს, არამედ თქვენს სიტყვებსაც – ერთი უყურადღებო გამონათქვამი შეიძლება ძველ მეგობართან ურთიერთობის გაწყვეტა დაგიჯდეთ. ამავდროულად შეილახება თქვენი, როგორც გაწონასწორებული და კეთილგანწყობილი ადამიანის რეპუტაცია.
თევზები
დღეს მოერიდეთ გარისკვას. მოერიდეთ თავგადასავლს, რომელსაც შეუძლია დაგაზიანოთ მორალურადაც და მატერიალურადაც. უმჯობესია, შინ დარჩეთ და ძველი ნივთები მოიცილოთ – გადაყაროთ ან გააჩუქოთ.