კურო
სამართლიანობის აღდგენის სურვილი გაქვთ. თუმცა, ყველა უსამართლობას მარტო ვერ გაებრძოლებით. უმჯობესია, საკუთარი ახლობლების მიმართ იყოთ სამართლიანი.
ტყუპი
გართობისა და მხიარულების დღე გელით. ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მთავარია, სახლში არ ჩაიკეტოთ და მთელი დღე არ იმუშაოთ.
კირჩხიბი
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით და სურვილი გაგიჩნდებათ, საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაანებივროთ.
ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. განსაკუთრებით გაუმართლებთ მსახიობ, მუსიკოს და მხატვარ ლომებს.
ქალწული
შეიძლება კულტურულ ან საზოგადოებრივ აქციებში მოგიწიოთ მონაწილეობის მიღებამ. საშუალება მოგეცემათ გამოაჩინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა.
სასწორი
დღე დასვენებას, ბუნებაში სეირნობას, კითხვასა და ხატვას დაუთმეთ. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.
მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ შვილებს. გაერთეთ მათთან ერთად, დაუმეგობრდით. დაეხმარეთ მათ სწავლაში, მომავალი პროფესიის შერჩევაში.
მშვილდოსანი
მოერიდეთ უცხოებთან გულახდილ საუბრებს. ნურავის გაუმხელთ საიდუმლოებებს. საყვარელი ადამიანისა და მეგობრების მხარდაჭერით მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ და სურვილებსაც აისრულებთ.
თხის რქა
დატკბით მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან შეხვედრებით. გაისეირნეთ ბუნებაში.
მერწყული
დღეს ფულის ხარჯვა გართობასა და ჰობიზე მოგიწევთ. კარგი დღეა საკუთარი ნიჭის წარმოსაჩენად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.
თევზები
კარგი დღეა კულტურული ღონისძიებებისთვის, ეწვიეთ კინო-თეატრებს, გამოფენას. მიიღეთ ემოციური და ესთეტიკური სიამოვნება.