24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მეტად გამოავლინეთ ნიჭი და ფანტაზია. გათავისუფლდით უსარგებლო ნაცნობობისა და მავნე ჩვევებისგან. ნუ ინერვიულებთ, თუ რამე პირველივე ჯერზე არ გამოგივათ.

ტყუპი

აქტიური დღე გელით. საშუალება მოგეცემათ ზედა საფეხურზე გადაინაცვლოთ. დაკვირვებულად და მიზანმიმართულად იმოქმედეთ.

კირჩხიბი

დიდი ხნის ოცნების იდეის რეალიზების დღეა. ზოგიერთი მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს. რთულ დავალებებსაც კი მარტივად შეასრულებთ.

ლომი

დილა ვარჯიშით დაიწყეთ, არ იზარმაცოთ. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. კარგი დღეა ნათესავების მოსანახულებლად.

ქალწული

დღეს ის დღეა, როცა საქმეები და ვალდებულებები გვერდზე უნდა მისწიოთ და დრო საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ. გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება.

სასწორი

სურვილების ასრულების, იდეების განხორციელების დღეა. მთავარია, გვერდით საიმედო პარტნიორები გყავდეთ. ზოგიერთი საზოგადო და პოლიტიკურ აქციებში ჩაერთვება.

მორიელი

მართალია, ია-ვარდით მოფენილი არაა თქვენთვის დღევანდელი დღე, მაგრამ როდის იყო სირთულეებს უშინდებოდით?! შრომისმოყვარეობა და კარგად შედგენილ გეგმა შეუძლებელს შეგაძლებინებთ.

მშვილდოსანი

შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. დღეს დაწყებული საქმე მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მთავარია, ილუზიებში არ გადავარდეთ.

თხის რქა

განვითარებისა და წარმატების დღეა. იყავით მეტად კომუნიკაბელური და ნუ მოგერიდებათ საკუთარი ნიჭის გამოვლენა. მოიწესრიგეთ პირადი ცხოვრება.

მერწყული

საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. როგორც კარიერული წინსვლისთვის, ასევე პირად ცხოვრებაში. თქვენი ნიჭისა და იდეების პატრონს არაფერი გაუჭირდება.

თევზები

მოერიდეთ ავანტიურასა და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. აგრეთვე, ელექტროტექნიკის შეძენას, აზარტულ თამაშებს. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით