კურო
გსურთ მეუღლესაც ასიამოვნოთ და ბავშვებსაც. თუ შესაბამის შექებას ვერ დაიმსახურებთ, ნუ დადარდიანდებით, ისედაც საუკეთესო ხართ.
ტყუპი
მგზავრობისას გართულებები და დაგვიანებები გელით; მოიმატებს ბავშვების ჭირვეულობა. სიფრთხილით მოეკიდეთ შინაურ ცხოველებს.
კირჩხიბი
დღეს ყოველი თეთრი უნდა დაზოგოთ. სხვა დღისთვის გადადეთ საყიდლებზე წასვლა. ურთიერთობაში ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ისაუბროთ.
ლომი
მცირე უსიამოვნებამაც კი შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა და მოქმედების სურვილი დაგიკარგოთ. მოიცილეთ ნეგატიური ფიქრები.
ქალწული
ნუ განმარტოვდებით, ნუ გაიხსენებთ წარსულ უსიამოვნებებს. იყავით პოზიტიური და ეცადეთ, სწორი დასკვნები გამოიტანოთ და გაკვეთილებიც.
სასწორი
მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს. აზარტულ თამაშებს. ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეგობრებთან. გაწყვიტეთ კავშირი არასაჭირო ადამიანებთან.
მორიელი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების კრიტიკას და მეტი - ჯანმრთელობას. დილიდან ოპტიმისტური განწყობა შეიქმენით.
მშვილდოსანი
სხვა დღისთვის გადადეთ მოგზაურობა და თანამოაზრეებთან ახალი იდეების განხილვა. არავის მისცეთ უფლება, გაგიფუჭოთ განწყობა.
თხის რქა
ნუ გახდებით სურვილების მსხვერპლი. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, სექსუალურ ექსპერიმენტებს. აგრეთვე, ნუ დაკარგავთ გავლენიანი ადამიანების პატივისცემას.
მერწყული
თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, ან შეუძლოთ გრძნობთ თავს, მოერიდეთ გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას, გადაღლას, ხმაურიან ადგილებს.
თევზები
აასრულეთ დანაპირები. თუ გუშინ იმხიარულეთ, დღეს მუშაობა მოგიწეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გარშემო მყოფების კრიტიკას იუმორით შეხედეთ.