24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თქვენ გარშემო ინტრიგებს ხლართავენ. ეცადეთ, არავის მსხვერპლი არ გახდეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. შესაძლოა, საღამოს მოულოდნელად სტუმრები გეწვიონ.

ტყუპი

მნიშვნელოვანი საქმეებს ნუ წამოიწყებთ, კორექტივები შეიტანეთ, შეცდომები გამოასწორეთ უკვე დაწყებულ საქმეებში. უარი არ თქვათ დაპატიჟებაზე, მაგრამ გაფრთხილდით თქვენ მიერ ნათქვამმა სიტყვამ უსიამოვნებაში არ გაგხვიოთ.

კირჩხიბი

აკონტროლეთ ხარჯი, დაითვალეთ ხურდა. სახლში ყურადღება მიაქციეთ გაყვანილობას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით.

ლომი

დღეს შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ და მოულოდნელად, საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდეთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

ქალწული

დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ, რადგან გაგიჭირდებათ აზრების მოკრება. მოერიდეთ ინტრიგებს. საჭირო დასკვნების გამოტანას. ემოციები შეგიძლიათ შემოქმედებით საქმიანობაში გადაიტანოთ.

სასწორი

ადრე დაწყებული საქმეები გააუმჯობესეთ, მოერიდეთ ახლების დაწყებას. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფთა რჩევებს, მათ შეიძლება ახალი იდეები მოგაწოდონ.

მორიელი

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით ეს პირად ცხოვრებას ეხება. მეტად ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან არ გამოგეპაროთ უმნიშვნელო დეტალი.

მშვილდოსანი

დღეს დავენებას ვერ მოახერხებთ. სამსახურის და საოჯახო საქმეები გექნებათ მოსაგვარებელი. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან. საღამოს კარგია ბუნებაში გასეირნება, მუზეუმის ან ძველმანებით მოვაჭრე მაღაზიების დათვალიერება.

თხის რქა

მეტი ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციებს. დღეს შეიძლება ახალ პერსპექტივებს, თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანს მიაგნოთ. მოერიდეთ გულახდილ საუბრებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მერწყული

მონოტონური სამუშაოთი შემოიფარგლეთ, რომელიც თქვენგან ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს. ნუ ენდობით პარტნიორის დაპირებებს. ეცადეთ, წყენამ და სამაგიეროს გადახდის სურვილმა თავად არ დაგაზარალოთ.

თევზები

ზედმეტად ემოციური ხართ, რაც სიტუაციის სწორად შეფასების საშუალებას არ მოგცემთ. მეტად დაისვენეთ და გაანალიზეთ სიტუაცია. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით