ავტორი:

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზიორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:34-ზე მთვარე სასწორშია

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.

ვერძი: თქვენ კი გიყვართ დამოუკიდელად მოქმედება, მაგრამ კარგი იქნება, თუ პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედებთ; ასე უფრო კარგ შედეგს მიაღწევთ.

კურო: მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რასაც აქამდე გიმალავდნენ ან თუ რამე აქამდე დაფარული იყო თქვენთვის, გაიგებთ. ზოგიერთი გადაწყვეტთ, საზღვარგარეთ გაემგზავროთ საცხოვრებლად.

ტყუპი: თანამოაზრეებთან ერთად ადრე დაწყებული საქმე ახლა მოგიტანთ შედეგს. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. საღამოს შეხვდით მეგობრებს.

კირჩხიბი: დაასრულებთ პროექტზე მუშაობას, რომელზეც დიდი ხანი მუშაობდით. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებასაც. მოერიდეთ ემოციურობას, საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ლომი: საუკეთესო დღეა სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად. დაფიქრით, რა საქმე, პროექტი უნდა დაიწყოთ, რა მოგიტანთ მომავალში წარმატებას.

ქალწული: თუ ფულის დაბანდებას აპირებთ ან სესხის აღებას, იყავით დაკვირვებული, რომ თავად დარჩეთ მოგებული. მოითხოვეთ ზარალის ანაზღაურება, დივიდენდი ადრე დაბანდებული ფულისგან.

სასწორი: მიაქციეთ ყურადღება რომანტიკულ კავშირს, გააუმჯობესეთ ან დაასრულეთ. ნუ გადაჰყვებით მას, ვინც ამას არ იმსახურებს. ნუ ენდობით ახალგაცნობილს.

მორიელი: დაასრულეთ ის ვალდებულებები, რაც საკუთარ თავზე გქონდათ აღებული. მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო. კარგი იქნება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაც.

მშვილდოსანი: დაასრულეთ პროექტები, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. ფული შეიძლება ჰობიმაც მოგიტანოთ. იყავით მეტად მზრუნველი საყვარელი ადამიანის, შვილების მიმართ.

თხის რქა: უნდა მოაგვაროთ სამსახურის საკითხებიც და საოჯახო ვალდებულებებიც. გათავისუფლდით ძველი, უსარგებლო ნივთებისგან. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული: ყურადღებით მოაგვარეთ ქაღალდებთან დაკავშირებული თემები. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, ხელშეკრულებებს ნუ გააფორმებთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მეზობლებთან.

თევზები: თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური და ქონებრივი საკითხები. აკონტროლოთ ემოციები, მოერიდეთ გადაწყვეტილებების მიღებას "ცხელ გულზე".