პარასკევი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 10:57-ზე, მთვარე 12:35-ზე კუროს ესტუმრება
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. ნუ მიირთმევთ ცხოველურ საკვებს. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ვერძი
ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. დღეს დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში და წარმატებაში ეჭვი არ გეპარებათ. შეიძლება მოხდეს დროებითი ფინანსური სირთულეები.
კურო
შეეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდი და პოზიტიური დამოკიდებულება დღის განმავლობაში. დაუყოვნებლივ არ უპასუხოთ შემოთავაზებებს, დაფიქრდით და შეაგროვეთ მეტი ინფორმაცია ამ საქმიანობის შესახებ.
ტყუპი
მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. ყველაფერი კარგად ვითარდება, როგორც სამუშაო საქმეებში, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. მოუსმინეთ შემომავალ ინფორმაციას, მოგვიანებით მის გამოყენებას შეძლებთ.
კირჩხიბი
ენერგია საკმაოდ მაღალ დონეზე და შეიძლება დაიწყოთ ის ცვლილებები, რომლებიც დიდი ხანია დაგეგმეთ. კარგი დღეა ფინანსური საქმიანობისთვის, მოგება გელოდებათ.
ლომი
დღეს წარმატებას მიაღწევთ. ახალი შეხვედრები დაგეხმარებათ სამსახურსა და კარიერაში. ლანჩის შემდეგ, გააკონტროლეთ თქვენი ხარჯები, ნუ დახარჯავთ ძალიან ბევრს.
ქალწული
თუ არიან ისეთებიც, ვისთანაც ცუდ ურთიერთობაში იყავით, კარგი დღეა ვითარების გასარკვევად, იპოვეთ გამოსავალი ყველა საკამათო საკითხში.
სასწორი
უსაქმურობა და მოწყენილობა არ იმოქმედებს თქვენს განწყობაზე. თქვენი უჩვეულო იდეები დააინტერესებთ გავლენიან ხალხს. იქნება შანსი აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, რომელიც თქვენთვის ძვირფასია.
მორიელი
რომანტიკულ განწყობა ხართ და სამსახურში კონცენტრირება და სერიოზული საკითხების მოგვარება გაგიძნელდებათ. არ გააკეთოთ რაიმე სახის სისულელე, რომელსაც მოგვიანებით ინანებთ.
მშვილდოსანი
დილით შეიძლება სიტუაცია სტრესული მოგეჩვენოთ. საღამოსკენ თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ და საკითხები უფრო წარმატებით მოგვარდება. ვინმე შეეცდება გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებაზე.
თხის რქა
არ შეეცადოთ ყველაფერი ერთდროულად გააკეთოთ, ეს გამოიწვევს შეცდომებს და პროცესის დამუხრუჭებას. მიჰყევით თქვენს გეგმას, გადადით მიზანში ეტაპობრივად. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგრამ ჯერ არ გაამხილოთ.
მერწყული
გააკეთეთ ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო და არ გადადოთ საქმე მომავლისთვის. მცირე პრობლემები ან შეფერხებები შესაძლებელია, მაგრამ დიდ გავლენას არ მოახდენს შედეგებზე. არ ჩაერთოთ კამათში, დისკუსიებში.
თევზები
შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ და განახორციელოთ მოულოდნელი სამუშაოები ან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებამ მოგიწიოთ. შეხვდებით საინტერესო და ჭკვიან ადამიანებს, რომლებიც მრავალ კითხვაზე გაგაცემენ პასუხს.