24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

პირად ცხოვრებასა და სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები. შესაძლებელია, ქორწინების ოფიციალურად გაფორმება ან საქმიანი ხელშეკრულების დადება. ეცადეთ, პარტნიორებთან მაქსიმალურად ალალი იყოთ. ვერ დაიძვრენთ თავს მიზეზით: "ჯერ ყველაფრის გამოაშკარავების დრო არაა".

ტყუპი

დროა, ფინანსური საკითხების მოგვარებით დაკავდეთ. ამისათვის გარშემო მყოფის, უმჯობესია პროფესიონალის შეწუხება ნუ მოგერიდებათ. ეცადეთ, აკონტროლოთ სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდებით.

კირჩხიბი

მოერიდეთ კამათს საყვარელ, ახლობელ ადამიანთან. ნუ გაამწვავებთ სიტუაციას. ეცადეთ, გამოჰკითხოთ პრეტენზიები, მოთხოვნები და შეძლებისდაგვარად, დაეხმაროთ. მაგრამ არა საკუთარი თავის დაზარალების ხარჯზე.

ლომი

დღეს ყველა საქმეში გაგიმართლებთ. საშუალება მოგეცემათ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, შემოაბრუნოთ. მთავარია, ჩმოყალიბდეთ, რისი მიღწევა გსურთ. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება და სამსახურსაც.

ქალწული

ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური და სულსწრაფი. ამან შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭოთ საყვარელ ადამიანთან ან კოლეგებთან კონფლიქტი წარმოშვას. ეცადეთ, თქვენი ემოცია ნეიტრალურ საქმიანობაში – თამაშში, სპორტში, ვარჯიშში მიმართოთ.

სასწორი

დღეს მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მოერიდეთ ადამიანებს, ვინც თქვენს ადგილს უმიზნებს და ამისათვის თქვენ ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავს. შესაძლოა, არაკეთილისმსურველებმა სცადონ თქვენი კონფლიქტში ჩათრევა.

მორიელი

სასურველია, აასრულოთ დანაპირები და გაისტუმროთ ვალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარშემო მყოფები თქვენ მიმართ ნდობას დაკარგავენ. თუ ვერც ერთს ასრულებთ და ვერც მეორეს, პირველმა წამოიწყეთ ამაზე ლაპარაკი, ახსენით სიტუაცია.

მშვილდოსანი

დღეს აქტიური მოსაუბრე იქნებით. თამამად შეძლებთ დიალოგებისა და მოლაპარაკებების წარმართვას. არც იუმორი დაივიწყოთ. იგი ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით იქ, სადაც სათანადო არგუმენტები შემოგაკლდებათ.

თხის რქა

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ვითარდება. თუმცა, საკუთარი თავის გარდა ამაში სხვას ვერ დაადანაშაულებთ. რაღაცას სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეთ; გამოგრჩათ. გახსოვდეთ, ყველაფრის გამოსწორება შეგიძლიათ.

მერწყული

დღეს ყველა საქმეს წარმატებით დაასრულებთ, თუ ყველაფერს მარტო კი არ შეეჭიდებით, არამედ, გამოცდილ გარშემო მყოფებთან ერთად იმოქმედებთ. დილა თანამოაზრეების მოძებნას დაუთმეთ

თევზები

საინტერესო მომენტები გელით რომანტიკულ სფეროში. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომანის დაწყება ან უკვე არსებულის გამყარება. მთავარია, არ მოგერიდოთ ემოციების გამოხატვა და საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით