25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო - დაიცავით საკუთარი უფლებები, ნურავის მისცემთ ნებას მიითვისოს ის საქმე, რასაც ამდენი დრო შეალიეთ. ნაკლები ყურადღება მოაქციეთ მოშურნეებს.

ტყუპი - ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე ხართ. მეტად გაინებივრეთ თავი სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით და ლამაზი ადგილების მონახულებით.

კირჩხიბი - გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. აგრეთვე, იმ ადამინებისგან, ვინც ნერვებს გიშლით. სანერვიულო შეიძლება საყვარელი ადამიანის გამოც შეგექმნათ.

ლომი - თქვენი პირდაპირი ნათქვამი შეიძლება ზოგიერთს გულზე მწარედ მოხვდეს. კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სწავლისთვის.

ქალწული - რატომ ნერვიულობთ უსაფუძვლოდ, არარეალური სიტუაციების გამო? ვარაუდების გამო დღეს ნუ გაიფუჭებთ. მეტი პოზიტივით დაიმუხტეთ.

სასწორი - საინტერესო ადამიანებთან ყავის დალევისა და სასიამოვნო თემებზე საუბრის დღეა. თუ უსიამოვნო პასუხის მოსმენა არ გსურთ, მაპროვოცირებელ კითხვებს ნუ დასვამთ.

მორიელი - დაისახეთ მომავალი, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. ზოგიერთს მოგზაურობა და საინტერესო ადგილების მონახულება ელის. ზოგ სიტუაციაში მეტი სითამამე გმართებთ.

მშვილდოსანი - გუშინ მომხდარ ამბავზე დღეს გმართებთ დაფიქრება და სათანადო დასკვნების გამოტანა. მეტად გაიხალისეთ ყოველდღიური ცხოვრება.

თხის რქა - იყავით მეტად თბილი და მოსიყვარულე თქვენი ახლობლებისადმი. ნუ იქნებით საკუთარ თავში ჩაკეტილი, მაგრამ გულისნადები მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გაუზიარეთ.

მერწყული - თუ გრძნობთ, რომ ბოლო დროს ვიღაც გავიწროებთ, გაერკვიეთ სიტუაციაში. იყავით მეტად მიზანმიმართული და ეცადეთ, არავინ გადაგეღობოთ გზაზე.

თევზები - ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში და უფრო მეტიც, სხვისი პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. აკეთეთ მხოლოდ ის, რაშიც დარწმუნებული ხართ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით