ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 20:26-ზე, მთვარე ლომში გადავა 20:47-ზე
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
ვერძი: იკონტაქტეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან, ვინც განწყობას გაგიუმჯობესებთ. შეიძლება თავი შეგახსენოთ ადამიანმა, ვინც ადრე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში.
კურო: თქვენთვის მშვიდად იმუშავეთ. არ გაამხილოთ ჩანაფიქრები, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ. გადახედეთ მიმდინარე საკითხებს, თემებს, ნახეთ რა დაგრჩათ შესასრულებელი.
ტყუპი: საინტერესო მოვლენებით აღსავსე დღე გელოდებათ. დაგაინტერესებთ ჩახლართული სიტუაციები. დღეს საინტერესო გადაწყვეტილებებს მიიღებთ და - ორიგინალურ გამოსავალს.
კირჩხიბი: სხვის საქმეებში დელიკატურად ჩაერიეთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი დახმარება შეგიძლიათ. ახალი იდეები გაგიჩნდებათ, მაგრამ ახალმთვარეობამდე ნუ განახორციელებთ.
ლომი: მოულოდნელი მგზავრობის, საინტერესო შეხვედრების და წვეულებაზე დასწრების დღეა. იყავით მზად ახალი ადამიანების გასაცნობად. ზოგიერთთან საქმიან ურთიერთობას გააბამთ და ზოგთანაც - რომანტიკულს.
ქალწული: მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელოდებათ. იყავით დაკვირვებული. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს; თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის მხარდაჭერას. რომანტიკული შეხვედრა იქნება დაუვიწყარი.
სასწორი: მუშაობისას მეტად გამოავლინეთ ფანტაზია. პირადი ნივთების დალაგებაც კი გართობად გადააქციეთ. დაახარისხეთ ყველაფერი, რაც უნდა მოიცილოთ, გააჩუქოთ ან გადაყაროთ.
მორიელი: ბევრი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, მაგრამ, რაც უფრო დატვირთული იქნებით, მით - მობილიზებული. დამოუკიდებლად უფრო მეტს გააკეთებთ. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან.
მშვილდოსანი: გაინებივრეთ საკუთარი თავი სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით, ლამაზი ადგილების მონახულებით, გემრიელობით. დაგებადებათ ახალი იდეები, მაგრამ ნუ აჩქარდებით.
თხის რქა: პრაქტიკული ვალდებულებები შეასრულეთ, ილუზიებში ნუ გადავარდებით. ჩამოწერეთ საქმეები, რასაც ახალმთვარეობის შემდეგ განახორციელებთ და რამაც წარმატება უნდა მოგიტანოთ.
მერწყული: სიახლეების დღეა. საშუალება მოგეცემათ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილებები შეიტანოთ. იყავით მომართული კაერირულ წინსვლაზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
თევზები: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იყავით მომართული კონსტრუქციულ დიალოგზე. დღეს ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს და ნუ დაიწყებთ ახალი იდეების განხორციელებას.