25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შეძლებთ თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმების განხორციელებას

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შეძლებთ თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმების განხორციელებას

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.

ვერძი

დღე, როდესაც ვარსკვლავები მკაცრად გირჩევენ უარი თქვათ პროფესიული და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაზე და დაისვენოთ. საბედნიეროდ, პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ მოგიწევთ ზედმეტი შრომა.

კურო

არ არის საუკეთესო დღე საქმიანი მოლაპარაკებებისთვის: შეუძლებელი იქნება კონსენსუსის მიღწევა, ამიტომ ჯობია გადადოთ ისინი მომდევნო კვირაში დღეს კი იმხიარულოთ.

ტყუპი

მნიშვნელოვან პროფესიულ ან ცხოვრებისეულ კითხვაზე პასუხის გაცემისას მოუსმინეთ რას გირჩევს თქვენი შინაგანი ხმა: როგორც წესი, მისი „აზრი“ ემყარება ქვეცნობიერის არგუმენტებს, რაც ნიშნავს, რომ ის არ იტყუება.

კირჩხიბი

დღეს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლობლებს: დაურეკეთ მათ და მოუსმინეთ ყველაფერს, რისი თქმაც უნდათ - შესაძლოა, მათი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყოს არა მათთვის, არამედ თქვენთვის.

ლომი

როცა კარგ ხასიათზე ხართ, ნუ აჰყვებით იმ ადამიანების პროვოკაციებს, რომლებსაც თქვენში ემოციური რეაქციის გამოწვევით სურთ და თქვენი წყობიდან გამოყვანა.

ქალწული

თუ გსურთ თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულება, წარმოიდგინეთ, დახატეთ თქვენს წარმოსახვაში სურათი, რისი მიღებაც გსურთ შედეგად, რაც შეიძლება დეტალურად და ზედმიწევნით - მაშინ ყველაფერი ახდება.

სასწორი

წინსვლა მნიშვნელოვანი მიზნებისკენ, რომლებიც დასახული გაქვთ მომავალი კვირის დასაწყისისთვის, კარგი დასვენებით უნდა დაიწყოს: მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალებს დაიბრუნეთ, შეძლებთ თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმების განხორციელებას.

მორიელი

ეცადეთ, კარგად იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე და იყოთ პასუხისმგებელი: გახსოვდეთ, რომ ყველაფრის გაკეთება მაინც არ შეგიძლიათ, ამიტომ არ იმუშაოთ ყველას მაგივრად - ასეთი რეჟიმი დაღლილობის გარდა არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ნუ ეცდებით სხვისი პრობლემების გადაჭრას – ამან შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს, როცა თქვენთვის სრულიად მოულოდნელად, ქველმოქმედისა და დამხმარის ნაცვლად, დამნაშავედ გადაიქცევით.

თხის რქა

მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია ებრძვით, შეიძლება მოულოდნელად მოგვარდეს - თითქოს თავისთავად, სინამდვილეში, თქვენი ქვეცნობიერი თავის თავს ამ გზით შეგახსენებთ.

მერწყული

უმჯობესია, რთული საქმეები მომდევნო კვირის დასაწყისამდე გადადოთ, მაგრამ ახლა ყურადღება უნდა მიაქციოთ მომავლის გეგმებს: დღეს შეძლებთ სწორი მიზნების არჩევას და მათი მიღწევის ყველა დეტალის გათვალისწინებას.

თევზები

მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანს – დღეს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგრძნოს, რომ გიყვართ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, იზრუნეთ მასზე.