კურო
დღეს რომანტიკულ და ამაღლებულ განწყობაზე ხართ, განსაკუთრებით ქალი კუროები. ეცადეთ, ვარდისფერი სათვალეები დროზე მოიხსნათ და არავის მოატყუებინოთ თავი. კარგი დღეა პირადი, რომანტიკული და სამსახურებრივი ურთიერთობების გამყარებისთვის.
ტყუპი
ეცადეთ, თქვენზე დაკისრებული საქმეები ისე მოაგვაროთ, რომ უფროსის შექება დაიმსახუროთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა ფულის სარფიანად დასაბანდებლად.
კირჩხიბი
დღეს საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა. განსაკუთრებით გაუმართლებთ ფსიქოლოგ და ხელოვნებათმცოდნე კირჩხიბებს. გადაწყვეტილებების მიღებისას არ წააგებთ, თუ გულის კარნახით იმოქმედებთ.
ლომი
კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების, პირადი პრობლემების მოგვარებისთვის. შეყვარებული ლომები განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ, რათა სიყვარულის სახელით გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან. მოერიდეთ ვალების აღებას.
ქალწული
თუ საქმიანი შეხვედრა, საქმეების წარმოება საწინააღმდეგო სქესთან მოგიწევთ, ფრთხილად იყავით, პარტნიორით შეიძლება ისე მოიხიბლოთ, რომ იმაზე მეტ დათმობაზე წახვიდეთ, ვიდრე აპირებდით.
სასწორი
ზედმეტად ნუ გადაიღლებით. ეცადეთ საქმეები გარშემო მყოფებსაც გადაუნაწილოთ. კარგი დღეა მეგობართან ერთად ქალაქგარეთ გასასეირნებლად. აგრეთვე, სამედიცინო გამოკვლევებისთვის.
მორიელი
დააფასეთ ის რაც გაქვთ; ნუ ეცდებით მიუღწეველის ხელში ჩაგდებას; დროისა და ენერგიის ფლანგვის მეტს არაფერ კარგს ეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა კულტურული ღონისძიებებისა და ჰობისთვის.
მშვილდოსანი
კარგი დღეა სამსახურში კოლეგებთან ხოლო სახლში საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. წარმატებული დღე ელით დიზაინერ და სასტუმროს ბიზნესის სფეროში მომუშავე მშვილდოსნებს. უქმეები მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ.
თხის რქა
სამსახურის საქმეებს ზედმეტ დროს ნუ მოანდომებთ. დარჩენილი დრო საკუთარ თავს, გართობას მიუძღვენით. ბუნებაში გაისეირნეთ, გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. მოიკითხეთ მეგობრები და ნათესავები.
მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ ბინის მოწყობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. კარგი დღეა პრაქტიკული ნივთების შესაძენად. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ, გამოუსადეგარ ნივთებს.
თევზები
კარგი დღა შეცდომების გამოსასწორებლად, საკუთარ თავზე სამუშაოდ. მანერების, გემოვნების ჩამოყალიბებისთვის. ამასთანავე, გაფრთხილდით, პირადი ნივთები არ დაკარგოთ, არსად დაგრჩეთ.