კვირა, მთვარის მესამე დღე დაიწყება 12:24-ზე, მთვარე 11:15-ზე გადავა მერწყულში
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
ვერძი
სიჯიუტემ ან გადაჭარბებულმა პირდაპირობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ამ დღის ყველა საქმეზე. იყავით მეტად მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ.
კურო
მეგობრებთან ერთად წვეულებაზე შესანიშნავ დროს გაატარებთ. ასევე კარგი დღეა მოგზაურობისთვის, სწავლისთვის, ახალი ხალხის გასაცნობად.
ტყუპი
კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ერთად კლუბში ან წვეულებაზე წასასვლელად. იმხიარულეთ, მაგრამ ალკოჰოლის მიღებას მოერიდეთ.
კირჩხიბი
იფიქრეთ თქვენი ბიზნესის გაფართოებაზე ან საახალწლო შვებულების დაგეგმვაზე. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ზემდგომებთან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.
ლომი
სასიყვარულო ურთიერთობა ჰარმონიული გახდება, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე იქნება დამყარებული. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
ქალწული
თქვენი ენერგია დადებითად აისახება სამუშაოს საბოლოო შედეგებზე. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია კონფლიქტი ახლო ნათესავებთან.
სასწორი
ეცადეთ ტყუილად არ დახარჯოთ ენერგია, დრო და ფული. მოგიწევთ პრობლემების გადაჭრა საკუთარ ან საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
მორიელი
ყველა საქმეში ფრთხილად და ფხიზლად უნდა იყოთ. გაზრდილი ემოციურობა და ეჭვიანობა ცინიზმამდე მიგიყვანთ. უფრო წინდახედული უნდა იყოთ.
მშვილდოსანი
ოჯახის წევრებთან ერთად შეიძინეთ საშობაო დეკორაციები და ნაძვის ხე სახლის გასაფორმებლად. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება.
თხის რქა
თქვენ გაქვთ შესაშური შრომისუნარიანობა - გექნებათ დრო გასაოცრად ბევრის გასაკეთებლად. საღამოს ახლობლებთან ერთად იმხიარულეთ.
მერწყული
არასწორი ინფორმაციის გავლენით შეიძლება ფინანსური ზარალი იწვნიოთ. არ ენდოთ უახლოესი ადამიანების აზრსაც კი, დაეყრდნოთ თქვენს ინტუიციას.
თევზები
დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. გაიხალისეთ ცხოვრება. არ დაემორჩილოთ პირქუშ აზრებს და გრძნობებს, ნუ გადავარდებით დეპრესიაში.